LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი „ბალენსიაგას“ კაბებზე: რომელი ჩავიცვა… სკანდალის გარეშე?

492
BeFunky-collage (3)

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩაცმულობის გამო გააკრიტიკეს, ფეისბუქის პირად გვერდზე ბალენსიაგას ახალი კოლექციიდან რამდენიმე კაბას აზიარებს წარწერით: “რომელი ჩავიცვა სკანდალის გარეშე?” და ამ პოსტით, ის სავარაუდოდ, იმ ადამიანების კრიტიკას ეხმაურება, რომლებმაც მას პროტოკოლის უგულებელყოფში დასდეს ბრალი.

 

https://www.facebook.com/salome.zourabichvili/posts/10157423493252707

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი გაეროს ასამბლეის ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, მელანიას შეხვდა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო. ამ შეხვედრაზე მას  წითელი პალტო, შავი კაბა და მუქი კოლჰოტი ეცვა, რომელიც მაღალქუსლიან შავ ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული.

როგორც დიპლომატს, მას საქართველოში ჩაცმულობა დაუწუნეს. ინტერნეტმომხმარებელს არც მისი დგომა მოეწონა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები