LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი პოლიტიკურ კარიერას ასრულებს, თუმცა მანამდე საზოგადოების გარდაქმნას გააგრძელებს

673
69403089-4393721113978698-5911601614803697664-o

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 67 წლის ასაკში საქართველოს პრეზიდენტი გახდა, პოლიტიკურ კარიერას, ვადის ამოწურვის შემდეგ დაასრულებს.

ამის შესახებ მან ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

Le Figaro-სთან პრეზიდენტმა ისაუბრა იმ გამოწვევებზეც, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას და რომლის გადაჭრაც საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე სურს.

ზურაბიშვილის თქმით, ის რომ პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას აღარ აპირებს, მას დიდ დამოუკიდებლობას ანიჭებს. 

ივანიშვილი საქართველოში მეცენატობას ეწევა, მაგრამ ფულს არ აკეთებს - სალომე ზურაბიშვილი

,,საქართველოში არ არის ისეთი გარემოებები, რომ მილიარდერი ან მილიონერი გახდე''

„პირველი გამოწვევა საქართველოს ევროპაში შეყვანაა, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ევროპის კავშირი ჩვენს აბსოლუტურ მიზანს წარმოადგენს. ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, მინდა, ასევე გადავჭრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის საკითხიც. მინდა, რომ იქ შესვლის საშუალება გვქონდეს, რათა ასე სრულად პარალიზებული აღარ ვიყოთ.

გარდა ამისა, მსურს გავაგრძელო საზოგადოების გარდაქმნა, რათა საბოლოოდ გამოვიდეთ იმ ცნობიერებიდან, რომელიც საბჭოთა წარსულის ნაკვალევს ატარებს. პრეზიდენტის პოსტი და ეს საპრეზიდენტო ვადა ჩემთვის ბოლოა, ვინაიდან არ ვაპირებ სხვა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას. ეს კი კიდევ უფრო დიდ დამოუკიდებლობას მანიჭებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ასევე, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზეც გასცა პასუხი. მისი განცხადებით, ივანიშვილი საქართველოში ფილანტროპიულ საქმიანობასა და მეცენატობას ეწევა, მაგრამ ფულს არ აკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები