სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმ ექიმების მიერ განხორციელებულ შემოწირულების საკითხს შეისწავლის, რომლებმაც მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მსხვილი თანხები შესწირეს.

აუდიტის სამსახური დადგენილი პროცედურების შესაბამისად მიმართავს სასამართლოს, რათა შეისწავლოს შემომწირველთა შემოსავლები და საბანკო ტრანზაქციები.

ექიმების მიერ განხორციელებულ შემოწირულებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ არასამთავრობო სექტორშიც.

ოქტომბერში, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ განხორციელებული მსხვილი შემომწირველების გარკვეულ ნაწილს ექიმები წარმოადგენენ.

მსგავსი თემები