LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუსტად აღმოვაჩინე, სად უნდა დავარტყა ივანიშვილს, რომ ვატკინო – ოქრუაშვილი

319
9c5c46391e72f32c75b0492be4a2dd65

„ორი მნიშვნელოვანი დასკვნა გავაკეთე ამ პატიმრობისას: ერთი – ძალიან ვატკინე ივანიშვილს და მეორე- ზუსტად აღმოვაჩინე სად უნდა დავარტყა, რომ ვატკინო“, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ივანიშვილს უნდა აერჩია მამუკა ხაზარაძეს დაიჭერდა, ნიკა გვარამიას, თუ მას.

"მოუმატებს ხელისუფლება აბაროტებს?! ჩვენი მხრიდანაც იგივე იქნება" - ირაკლი ოქრუაშვილი

"რა შეუძლია ოპოზიციის ერთობას და რა შეძლო ოპოზიციამ, მან ნახა ფაქტობრივად დღეს."

“მამუკა ხაზარაძის, ნიკა გვარამიას და ჩემი დაჭერის თემა, როგორც მე ვიცი, არჩევანის დონეზე ჰქონდა ივანიშვილს. ვინ დაეჭირა, ხაზარაძე, გვარამია თუ ოქრუაშვილი და ამარჩია ამ შემთხვევაში მე. მთელმა ამ პოლიტკურმა კონტექსტმა მიიყვანა ეს ყველაფერი წითელი ხაზის გადაკვეთამდე. ჩვენი ქვეყანა არის ძალიან ახალგაზრდა, ჩვენი დემოკრატია არის ძალიან მყიფე და როდესაც აქ გაუგებრობა ხდება და ორი დაპირისპირებული მხარე, ოპოზიცია და ხელისუფლება რაღაცას ერთმანეთში ვერ არკვევს, საქმეში ერთვებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი დონის სამართლიანი არბიტრები – ევროპა და ამერიკა. ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვისაც, ძალიან მკაფიო და გასაგები იყო, რომ ჩემი და უგულავას საქმეში, ისე როგორც სხვა ბევრ საქმეში, ყველაფერი იყო თეთრი ძაფით ნაკერი. მედავონ ნებისმიერ სხვა რამეზე, მე თვითონ ვეტყვი, რაზე შეიძლება მედავონ მეტ-ნაკლებად დამაჯერებლად, მაგრამ მიტინგზე იდექი და ამის გამო 5 წლით უნდა იჯდე ციხეში, ეს ნიშნავს, რომ ქუდი რატომ არ გაფარია“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გუშინ, 15 მაისს, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა.

“ივანიშვილმა ადვილად შესასრულებელი დაპირებაც ვერ შეასრულა” – ოქრუაშვილიც თავისუფალია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები