LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზუზუმბო რეზორტი და სპა”-ში ფასდაკლება იწყება: უნიკალური მიკროკლიმატი, საუკეთესო ადგილი არდადეგებისთვის და ვერტმფრენის ტური თუშეთში

1553
ipiccy-image

თელავში, პანდემიის დროს გახსნილი სასტუმროზუზუმბო რეზორტი და სპამომხმარებელს საზაფხულო ფასდაკლების აქციას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად კი, 1 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, სასტუმროში 2 ღამით დასვენება 460 ლარი დაგიჯდებათ, 3 ღამე – 660 ლარი, 4 ღამე კი – 840 ლარი.

აღსანიშნავია, რომ „ზუზუმბო რეზორტი და სპა” განსაკუთრებით საინტერესო ობიექტია ბავშვიანი ოჯახებისთვის. „ეს არის საუკეთესო ადგილი არდადეგების გასატარებლად. გვაქვს აუზები, სასწაული ფიჭვნარის ტყე, ველოსიპედები, სკეიდბორდები, პინკ-პონკი, სამაგიდო თამაშები… ცალკე ხაზგასასმელია მიკროკლიმატი, რომელიც თელავში მხოლოდ ამ ზონაშია. ეს არის ცივის მთის და ფიჭვნარის შერეული კლიმატური ზონა“, – აცხადებენ სასტუმროს მენეჯმენტში.

ცნობისთვის, თელავის ისტორიულ უბანში სასტუმროზუზუმბო რეზორტი და სპა“ 2020 წლის აგვისტოსდან ფუნქციონირებს და პანდემიური წლის გათვალისწინებით, მრავალ გამოწვევასთან უწევს გამკლავება.

“ზუზუმბო რეზორტი და სპა” 30 მილიონიანი ინვესტიციით აშენდა და 20000 კვადრატულ მეტრამდე სივრცეს აერთიანებს. მიმდებარედ გაშენებულია 6 ჰექტრამდე ფიჭვნარის ტყე.

კომპლექსი აერთიანებს: აუზებს, გასართობ ცენტრებს, სხვადასხვა ტიპის რესტორანს, საუნას, სავარჯიშო დარბაზს, რესტორნის 3 სივრცეს, ორ 50-50 კაციან საკონფერენციო დარბაზს… სასტუმროს მთავარი კორპუსის გარდა, კომპლესი მოიცავს ფიჭვნარში განთავსებულ 9 კოტეჯს.

სასტუმროში განთავსებულია, როგორც სტანდარტული, ასევე ლუქსის ტიპის ნომრები. სასტუმროს მენეჯმენტმა განსაკუთრებით იზრუნა ახალდაქორწინებულებზე და სპეციალურად მათთვის განკუთვნილია 2  ნომერი. „ზუზუმბო რეზორტი და სპა“ ჯამში 65 ნომერს აერთიანებს, რომელიც 200 ვიზიტორზეა გათვლილი – ნომრები ადაპტირებულია და მორგებული შშმ ვიზიტორების ინტერესებზეც. ამ ეტაპზე, დამსვენებლთა უმრავლესობას ქართველები წარმოადგენენ, თუმცა, მზარდია ინტერესი უცხოელი ტურისტების მხრიდანაც.

სასტუმრო, ბაზარზე არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და რეგიონში კონკურენციის გასაწევად, დამსვენებელს მრავალფეროვან მასზე მორგებულ სხავდასხვა სერვისსა და აქტივობასაც სთავაზობს. მაგალითად, ტრადიციული ტურების გარდა, „ზუზუმბო რეზორტი და სპა“ საკუთარ დამსვენებელს თუშეთში ვერტმფრენის ტურსაც სთავაზობს.

დღეისათვის, სასტუმრო „ზუზუმბო რეზორტი და სპა“-ში 60-მდე ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები