LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების გამოძიების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა

93

ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებმა რუსთაველის გამზირზე აქცია გამართეს. ისინი საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიებას ითხოვენ. აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, წლების შემდეგ კითხვებზე პასუხები მიიღონ.

ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია, ამბობს, რომ საპროტესტო აქციის მიზანია, “ხელისუფლებას, პროკურატურას პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიება აიძულონ”. მისი თქმით, გროვდება ხელმოწერები, რომელსაც დაურთავენ ევროსასამართლოს მიმართვას.

„ჩვენ გვიწევს გააფთრებული ბრძოლა სახელმწიფო ორგანოებთან და კერძოდ, პროკურატურასთან, ვაიძულოთ ისინი, გამოიძიონ მამას გარდაცვალების საქმე.“- განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.

აქციის მონაწილეებს პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე, კახა კუკავაც, შეუერთდა, რომელიც ამბობს, რომ საქმის გამოძიებას ხელს „ივანიშვილის რეჟიმი“ უშლის. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ საქმე ხანდაზმული გახდეს და აღარ გამოიძიონ.

„ბიძინა ივანიშვილმა მისცა დავალება შოთაძის პროკურატურას, რომ 31 დეკემბრამდე მიათრიონ ეს საქმე, რადგან 31 დეკემბერს გადის ბატონი ზვიადის მკვლელობიდან 25 წელი, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მიხედვით, 25 წლიანი ხანდაზმულობის საფუძველზე გამოიწვევს ამ საქმის შეწყვეტას. ეს არის ერთუჯრედიანი ადამიანის ერთსვლიანი კომბინაცია, რომ ხანდაზმულობის ვადის გამო ეს საქმე დახურონ. მინდა გავაფრთხილო ბიძინა ივანიშვილი, რომ ისეთ ამოცანას ეჭიდება და ისეთი რაღაცის გადაყლაპვა უნდა, რაც არ გადაეტევა,“- განაცხადა კახა კუკავამ.

1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობამ ერთსულოვნად – 98%-მა, დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის „დამოუკიდებლობის აქტის“ საფუძველზე. რეფერენდუმი გაიმართა აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზეც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები