LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად გამსახურდიასთან გარკვეული თვითიდენტიფიკაცია მაქვს…ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას: მიხეილ საკაშვილი

186
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „მთავარ არხთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ზვიად გამსახურდიასთან გარკვეული თვითიდენტიფიკაცია აქვს. მისი განცხადებით, „ყოველთვის ცდილობდა საკუთარი თავის წარმოდგენას მის ადგილას.

„იმიტომ არ გავრისკე, რომ ამ სცენარში ძალიან ადვილი იქნებოდა გასროლა, აფეთქება, ჟლეტა და მერე ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება. 90-იანი წლების შემდეგ, მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადზე ხიბულაში. დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი აი ამ მიტოვებულ, დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს. ჩემს ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ გავავლებდი. ჩამოვედი იმიტომ რომ მსურდა წამოსვლა და სხვანაირად არ შემეძლო და მიმაჩნია, რომ ეს მართლაც არის კრიტიკული წერტილი ჩვენი ისტორიის“, – აცხადებს სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები