LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად კუპრავას თავს დაესხნენ

233
35

„სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, კუპრავას თავდამსხმელები საცხოვრებელ კორპუსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

„მანქანიდან ჩამოვედი და ამ დროს ორი ბიჭი მოვიდა, თითქოს რაღაცის კითხვა უნდადთ. ამ დროს შემომასხეს სახეში გაურკვეველი ნივთიერება. დამწვა სახე, რა თქმა უნდა, თვალები დავხუჭე, ამის შემდეგ სახის არეში ფეხებით დამიწყეს დარტყმა. თავდასხმა იყო. ცხადია, ეს იყო გახარიას და მათი ზონდერების მოწყობილი, ჩემი აქტივობების გამო. ბოლო ერთი თვის განმავლობაში 10 აქცია მქონდა. შესაბამისად, ეს იყო პასუხი ხელისუფლებიდან“, – თქვა სასწრაფო-სამედიცინო დახმარბეის მანქანაში მყოფმა ზვიად კუპრავამ.

როგორც ზვიად კუპრავამ თქვა, არ იცნობს თავდამსხმელებს.

შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები