LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად კირტავა: „არავაქცინირებულ პირებში დელტა ვარიანტი უფრო მძიმე გართულებებს იწვევს, ვიდრე კოვიდ-ის სხვა შტამები…“

52
zviadkvirtavanews45

კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის კოორდინატორი, ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში დელტა შტამისა და მისი გართულებების შესახებ წერს, რომელიც სანდო კვლევაზე დაყრდნობით, არავაქცინირებულ პირებში უფრო მეტ გართულებას იწვევს, ვიდრე სხვა შტამები.

ზვიად კირტავა აღნიშნავს:

„-CDС-ის ახალი ინფორმაცია დელტა ვარიანტის შესახებ და დასკვნა:

1) სასწრაფოდ ჩაიტარეთ ვაქცინაცია!!

2) ვაქცინაციის ჩატარების შემდეგაც განაგრძეთ პირბადის გამოყენება და დისტანცირების დაცვა დახურულ სივრცეებში, სადაც კონტაქტირების და გადადების რისკი მაღალია:

აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების (СDC)  დირექტორის როშელ ვალენსკის განცხადებით, დელტა ვარიანტის გავრცელება სერიოზული საფრთხეს წარმოადგენს რამდენიმე მიზეზის გამო:

❗კორონავირუსის ეს შტამი ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია, რომლის რეპროდუქციის მაჩვენებელი (R0) – 8-9-ს აღწევს (თავდაპირველად უხანის ვარიანტის R0 მხოლოდ 2 იყო). ამ მხრივ, დელტა ვარიანტი შეიძლება შევადაროთ ისეთ ადვილად გადამდებ ვირუსებს როგორიცაა წითელა და ყივანახველა.

❗-  არავაქცინირებულ პირებში დელტა ვარიანტი უფრო მძიმე გართულებებს იწვევს, ვიდრე კოვიდის სხვა შტამები.

❗-  ვაქცინირებული პირებიც შეიძლება დაინფიცირდნენ დელტა ვარიანტით, (თუმცა მათი ინფიცირების შანსი 3-ჯერ უფრო დაბალია!), და ასევე – გადასცენ სხვას დელტა ვარიანტი. სწორედ ამას უკავშირდება CDC შეცვლილი რეკომენდაცია, რომ ვაქცინირებულებმა უნდა განაგრძონ პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში იმ ადგილებში, სადაც დელტა ვარიანტის გავრცელება მაღალია.

✅ – დამაიმედებელი ამბავია ის, რომ ვაქცინირებულ პირებში დელტა ვარიანტით ინფიცირების შემთხვევაში მძიმე გართულებები 10-ჯერ უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე არავაქცინირებულებში. ვაქცინირებულთა 90%-ში დელტა ვარიანტი უსიმპტომოდ ან მსუბუქად მიმდინარეობს.

✅ ასე რომ, ვაქცინაცია ჯამურად 30-ჯერ (3 X 10) ამცირებს კოვიდ-19 მძიმე შემთხვევების რისკს.

დასკვნა:

❗ არავაქცინირებული პირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ ვაქცინაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფიცირების რისკს და თითქმის სრულად დაგიცავთ ვირუსის მძიმე გართულებებისაგან!

❗ ვაქცინაციის მიუხედავად, სანამ მოზრდილი მოსახლეობის კრიტიკული მასა (60% მაინც) არ იქნება ვაქცინირებული, რეკომენდებულია დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარების და დისტანცირების წესების დაცვა. ეს აუცილებელია, როგორც საკუთარი თავის დაცვის, ასევე ირგვლივ მყოფი არავაქცინირებულების დასაცავად, რომელთათვისაც ინფიცირება უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები