LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ლ კლასში იმაზე მეტი სსსმ ბავშვი დარეგისტრირდა, ვიდრე ჩვენ ამის მოლოდინი გვქონდა – ეკა დგებუაძე

1 მაისიდან, ყოველ ოთხშაბათს, 14 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში გადაცემა “ინსაიდერის” დროა. გადაცემა განათლებაზე. სიახლეები სკოლამდელ, ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში. გამოცდები, სიაახლეები გამოცდებზე და არამხოლოდ, როგორ დავარეგისტრიროთ შვილი სასურველ ბაღში, სკოლასა და როგორ დავრეგისტრირდეთ თავად სასურველ პროგრამებზე. როგორ ავირჩიოთ პროფესია და როგორ მივიღოთ სასურველი განათლება.

„ინსაიდერის“ პირველი გადაცემის თემა, ზოგადი განათლება, კერძოდ კი ინკლუზიური განათლება იყო. მისი სტუმარი კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკა დგებუაძე.

თვეზე მეტია რაც საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. რეგსტრაცია წელს პირველად სამის ნაცვლად ოთხ ეტაპიანია. ამ მხრივ სიახლეა, უპირველესად რეგისტრაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებმა გაიარეს. რეგისტრაცია 25მარტიდან დაიწყო, რაც შეეხება მათი ჩარიცხვის ან უარის თქმის შესახებ ინფორმაციას, ეს 30 აპრილის ჩათვლით უნდა გარკვეულიყო.

გადაცემის ლაივი 

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/2191427407603712/

 

ქალბატონო ეკა, წელს მნიშვნელოვანი სიახლეა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების სკოლაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მათთვის უკვე ყველა ის ეტაპი დასრულდა, რომელიც შვილის დასარეგისტრირებლად მშობლებს უნდა გაევლოთ. როგორც ვიცით, ქვეყნის მასშტაბით, ყველა პირველ კლასში იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, რეგისტრაციის პირველმა ეტაპმა, მათ ამის საშუალება მისცა, რაც ძალიან კარგი სიახლეა. აქამდე ამ ბავშვებს და მათ მშობლებს უწევდათ ბრძოლა შვილის სკოლაში მოსახვედრად.  შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი ჩაირიცხა პირველ კლასში და აქამდე რა ბარიერები არსებობდა მათთვის? ინკლუზიური განათლება და ინტეგრირებული კლასები წლებია არსებობს, თუმცა, ალბათ წელს ამ ცვლილების გამო განსხვავებულ მასშტაბს მიაღწევს.

2019 წელს პირველად შევიდა შესაბამის ბრძანებაში ცვლილება და პირველ ეტაპად განისაზღვრა სპეციალური საგანმანათლებლო ბავშვების რეგისტრაცია და პირველ კლასში ჩარიცხვის პროცედურა. 30 აპრილს დავასრულეთ რეგისტრირებული ბავშვების შეფასება და მათთვის საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა. იმაზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა, ვიდრე ჩვენ გვქონდა ამის მოლოდინი. ეს არის 510 ბავშვი რომელთა მშობლებმაც თავიანთი შვილები საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლაში დაარეგისტრირა. რა თქმა უნდა მოხდა 510-ივე ბავშვის შეფასება და აქედან 90 %-ს ბავშვებს დაუდასტურდა საგანმანათლებლო საჭიროება. გუშინ დასრულდა ამ ბავშების ჩარიცხვის პროცედურაც. ასევე შემოდიოდა მომართვები სამინისტროში იმ მშობლების რომელთა შვილებიც არ იყვნენ რეგისტრირებულები პირველ ეტაპზე ანუ პირველ კლასში შემსვლელი ბავშვების რიცხვიც არის შთამბეჭდავი.

წელს რამდენი ასეთი კლასი შეიქმენა? დარჩა კლასები, სადაც სსსმ მოსწავლე არ ჩაირიცხა? როგორც ვიცით, კლასში მოსწავლეთა რაოდენობის 10%-ს უნდა შეადგენდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები.

შეიძლება ნებისმიერ ეტაპზე მოხვდნენ სსსმ ბავშვები, მეორე და მესამე ეტაპზეც მათ შორის.

ანუ დადგენილი კვოტების გათვალისწინებით, შეიძლება ვთქვათ, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელმა (სსსმ) დღეს არ იცის სად მოხვდა მისი შვილი, მიუხედვად, იმისა, რომ დარეგისტრირდა?

გასაგები რომ იყოს, უფრო კარგად ავხსნი. იყო ბარიერი აქამდე მათთვის. აქამდე სსსმ ბავშვები საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპზე რეგისტრირდებოდნენ. გადაადგილების პრობლემის მქონე ბავშვი, რომლის სახლთან ახლოს არსებობს სკოლა, მაგრამ საყოველთაო რეგისტრაციის დროს მშობელმა ვერ შეძლო დაერეგისტრირებინა. მას უწევდა მოშორებით შვილის სკოლაში მიყვანა, რაც გადაადგილებისთვის ძალიან რთული პროცესია, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს სრულად ადაპტირებული ტრანსპორტი და უწევთ ტაქსით გადაადგილება, რაც თანხასთან არის კავშირში, ასე რომ ბარიერები არსებობდა. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტეთ რეგისტრაციის პირველი ეტაპი მათთვის გამოგვეყო, ეს არის ის რომ სკოლა დახვდეს თითოეულ მოსწავლეს მომზადებული. აქამდე სკოლამ იცოდა ივნისი-ივლისის დასაწყისში თუ მასთან მიდიოდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი ან საერთოდ არ იცოდა და სასწავლო პროცესი, როცა დაიწყებოდა მხოლოდ მაშინ ხდებოდა ამის იდენტიფიცირება. რა თქმა უნდა სკოლისთვის ეს არის გარკვეული სტრესი, ერთი რომ მას არ აქვს უნარი და ცოდნა როგორ ასწავლოს სსსმ ბაშვებს, მეორე შესაბამისი გარემო მოაწყოს და მზად დახვდეს და მესამე ის, რომ შესაბამისი სპეციალისტები სჭირდება და ამ სპეციალისტების აყვანა შეძლოს დროულად.

ანუ 510-ივე მოსწავლე ჩაირიცხა პირველ კლასში?

იმ სკოლაში, რომელშიც მშობელმა დაარეგისტრირა თავისი შვილი და დაუდგინდა საგანმანათლებლო საჭიროება ყველა ბავშვი ჩაირიცხა.

ხომ არ იყო დიდი მოთხოვნა კონკრეტულ კლასებსა და სკოლებზე? როგორ გადაწყვიტა განათლების სამინისტრომ ეს საკითხი?

დიდი ცნობილი სკოლები, რომლებიც ცენტრში მდებარეობს ჰქონდათ მშობლებს სურვილი ბავშვი მიეყვანათ, თუმცა ჩვენ განვსაზღვრეთ საერთო რაოდენობის 10%. თუ კლასში არის 25 მოსწავლე, კლასში უნდა ირიცხებოდეს 2 სსსმ მოსწავლე. ეს იმისთვის გავაკეთეთ რომ დაგვეცვა პროპორცია.

რამდენად არიან პედაგოგები სსსმ მოსწავლეების დასახვედრად მზად?

ინკლუზიურ განათლებას აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა. ჩვენ ახლა შევხედავთ ყველა იმ სკოლას, სად ჩაირიცხნენ ეს ბავშვები და ასევე მეორე ეტაპზე, ამის შემდეგ მივწერთ სკოლებს და ვთხოვთ სტატისტიკურ მონაცემებს იმ მასწავლებლების რომლებსაც ესაჭიროებათ გადამზადება და მომზადება.

ერთი ძირითადის გარდა, ეყოლებათ იმ კლასებს დამატებითი პედაგოგი, სადაც სსსმ მოსწავლეები ჩაირიცხნენ?

ყველა საჯაროს სკოლა, სადაც ირიცხება სსსმ მოსწავლე, იღებს განათლების სამინისტროდან დამატებით დაფინანსებას და ეს გულისხმობს იმას, რომ სკოლას არსებული თანხით შეუძლია აიყვანოს დამატებითი სპეციალისტი. თუ მოსწავლეს სჭირდება სპეციალური მასწავლებელი, ეს რადგან არის მასწავლებლის სტატუსთან გათანაბრებული, ის ფინანსდება იმ ვაუჩერიდან, რომელსაც იღებს სკოლა. სპეცმასწავლებელი იღებს მასწავლებელთან გათანაბრებულ ხელფასს.

რამდენადაა ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები ადაპტირებული და მორგებული სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზე? და ასევე თუ არსებობს სხვაობა სახელმძღვანელოებში ინკლუზიური განათლების მოსწავლეებისა და უკვე გრიფირებულ სახელმძღვანელოებს შორის? 

სახელმძღვანელო ერთია, მაგრამ დავალება ამ ადამიანებისთვის მეტნაკლებად განსხვავებული.

გადაცემის აუდიოჩანაწერი