LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 წელია ამ დუეტს ველოდებოდი – ანრი ჯოხაძე „არტ-FM“-ში

8
anri-jokhadze-art-fm

გადაცემის ლაივი LIVE

8 ოქტომბერს რადიო „ფორტუნამ“ და თათა სადრაძის გადაცემამ „არტ-FM“ მუსიკოსს ანრი ჯოხაძეს უმასპინძლა, რომელმაც წარმატებით გამართულ კონცერტსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ანრი, თავად რამდენად კმაყოფილი ხართ ბათუმში გამართული კონცერტით?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა თვითონ შემომათავაზა კონცერტის მოწყობა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო წამოწყებაა პოპ-მომღერლის ოპერის თეატრში მიწვევა და კაპელასთან ერთად საღამოს მოწყობა. პიონერი ამ საქმეში ნინო ქათამაძე იყო, მე კი, მოგვიანებით მივიღე შეთავაზება, რამაც ძალიან გამახარაა, რადგან მართლაც ფუფუნებაა, ასეთ პროფესიონალებთან ერთად სცენაზე გამოსვლა. ახალი წარმოდგენა ბევრად განსხვავდებოდა 2016 წლის ე.წ. კორტების კონცერტისგან, რადგან საღამო აკადემიურ სივრცეში, უზარმაზარ კაპელასთან ერთად გაიმართა.

– რას იტყვით ქართველ მსმენელზე?

– მართლაც ფანტასტიკური მსმენელი გვყავს. განსაკუთრებით ჩემი თაყვანისმცენელი მიყვარს, რომელსაც პირველ რიგში, ერთგულებისთვის ვემადლიერები.

– სხვის მიერ შექმნილი სიმღერების შესრულება უფრო გხიბლავთ თუ საკუთარი ნამუშევრის?

– უამრავი ცნობილი კომპოზიტორის ნაწარმოები შემისრულებია, თუმცა საკუთარი ავტორობით შექმნილი სიმღერები მაინც ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან ჩემს განწყობას გამოხატავს და ყოველთვის ძალიან გულწრფელია.

– თვლით თუ არა, რომ ასაკის მატებასტან ერთად შეიცვალეთ და ჩვეული ეპატაჟი დაკარგეთ,

– რა თქმა უნდა, გავიზარდე და დავსერიოზულდი. შეუძლებელია, ყოველთვის ეპატაჟური იყო, ნებისმიერ ასაკში ერთნაირად გრძნობდე და გამოხატავდე ემოციას.

– რას თვლით ყველაზე დიდ ბედნიერებად?

– ალბათ მუშაობას. ერთნაირად მიყვარს სტუდიაში სიმღერის ჩაწერა და კლიპის გადაღება, რადგან ჩემთვის მუშაობაა საუკეთესო დასვენება.

– მუსიკის სიყვარული რომ არა, რა პროფესიას აირჩევდით?

– აუცილებლად კინორეჟისორი ვიქნებოდი. თუმცა კლიპების გადაღებით მეტ-ნაკლებად მაინც ვქმნი საკუთარი სამყაროს და ვისრულებ ბავშვობის ოცნებებს.

– ფილმში მონაწილეობის შეთავაზება ხომ არ მიგიღიათ ოდესმე?

– სიმართლე ვთქვა, მსგავსი წინადადება არასდროს მიმიღია, თუმცა სიამოვნებით ვიმუშავებდი მიუზიკლზე.

– ვისთან ოცნებობთ დიეტის შესრულებას?

– ქართველ მუსიკოსებს შორის ბატონ ბუბა კიკაბიძეს გამოვყოფდი, ვისთანაც დიდხანს ვნატრობდი თანამშრომლობას, როგორც იქნა ოცნება ავისრულე და მალე, ერთობლივ ნამუშევარსაც შევთავაზებ პუბლიკას. 10 წელია ამ დუეტს ველოდებოდი. ვფიქრობ, გია ყანჩელის შედევრი, რომელსაც ძალიან საინტერესო კლიპი ექნება, ნამდვილ ჰიტად იქცევა.

– საზღვარგარეთ ხომ არ გეგმავთ კონცერტების მოწყობას?

– სულ ცოტა ხნის წინ ისრაელიდან მივიღე კორპორატიული მიწვევა, რომელიც სიამოვნებით მივიღე.

– რას თვლით ქართული შოუბიზნესის მთავარ ნაკლად?

– არა მხოლოდ შოუბიზნესში, ზოგადად არ მიყვარს ერთფეროვანი, არაკრეატიული ადამიანები.

– ახალ ალბომზე ხომ არ მუშაობთ?

– ერთადერთი ალბომი 2006 წელს გამოვუშვი. მართალია, უამრავ სიმღერას მოვუყარე თავი, მაგრამ ალბომის ჩაწერის არც სურვილი მაქვს, არც ინტერესი. ინტერნეტმა სრულად გაანადგურა, ალბომების გაყიდვის სისტემა, ამიტომ მხოლოდ სუვენირად თუ შეიძლება მისი ახლობლებისთვის ჩუქება.

– რას ურჩევთ თქვენს მსმენელს და ზოგადად საზოგადოებას?

– არასდროს აყვეთ ემოციებს და არაფერზე არ აიშალოთ ნერვები!

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები