LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12-20 ივნისს ,,ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი” გაიმართება

54
kaxidze5

ვახტანგ კახიძემ ,,ფორტუნას” ეთერში ,,ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველ საერთაშორისო ფესტივალზე” ისაუბრა, რომელიც 12-20 ივნისს ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის ინიციატივით გაიმართება.

ვახტანგ კახიძე:

– მართალია, პანდემიის და რეგულაციების გათავალისწინებით პირველი ფესტივალი უცხოელი სტუმრების გარეშე ჩაივლის, მაგრამ ოთხ კონცერტს მაინც მოვაწყობთ იმ ქართული ანსამბლების მონაწილეობით ვისთანაც ბატონი ანზორი მეგობრობდა და თანამშრომლობდა. პირველ უქმეებზე, 12 და 13 ივნისს ანსამბლები “რუსთავი” და “ბასიანი” წარსდგებიან პუბლიკის წინაშე, 19 და 20 ივნისს კი, ,,ერისიონის” და “შავნაბადას” საღამოები მოეწყობა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ფორმატი შევარჩიეთ, რადგან მუსიკალურ ნაწარმოებებთან ერთად, ანზორ ერქომაიშვილის ანსამბლებთან  ურთიერთობის ამსახველი ვიდეომასალაც იქნება წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ყველა კონცერტს განსხვავებული წამყვანი ეყოლება, რომელსაც თავად ანსამბლი შეარჩევს, ფესტივალის გახსნის და ანსამბლ “რუსთავის” საღამოს კი, მე გავუძღვები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო  თბილისის მერიას ტექნიკური მხარდაჭერისთვის, მით უფრო, რომ ჩვენ არც სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის მიგვიმართავს დახმარებისთვის, არც კერძო კომპანიებისთვის, თუმცა იმედი გვვაქვს, რომ მომავალ წელს ფესტივალის დამფუძნებელთა სია გაფართოვდება, რადგან მართლაც სერიოზული რესურსებია სჭირდება ღონისძიების ყოველ წელს მოსაწყობად.

სხვათა შორის, ოთხი წლის წინ ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალი ,,მრავალჟამიერი” დავაფუძნეთ, რომელიც მხოლოდ ორჯერ გაიმართა, მერე კი, ისევ პანდემიამ შეგვაფერხა, ამიტომ მომავალი წლისთვის ფესტივალების გაერთიანებას ვგეგმავთ. ვფიქრობ, ამგვარი ფორმატი და უფროსების გვერდით გამოსვლა დიდი სტიმული იქნება ბავშვთა ანსამბლებისთვის. ამასთანავე, ძალიან გვინდა მგალობელთა სკოლების, რეგიონული ბავშვთა ანსამბლების ჩვენს პროექტში ჩაბმა და ერთიანი გრანდიოზული ფესტივალის მოწყობა, რომელსაც ანზორ ერქომაიშვილის სახელი იქნება და ყოველ წელს სწორედ მის პატივსაცემად მოეწყოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები