LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,3-განზომილებიანი რენტგენო-მამოგრაფია, რომელიც წინამორბედზე 70-ჯერ უფრო სენსიტიურია და ბევრად ადრე ავლენს სარძევე ჯირკვლის პათოლოგიებს” – ზაზა კოპლატაძე

39
gadacema-pulsi-1209

გადაცემის ლაივი LIVE

6 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემის „პულსი“ სტუმრებმა – ,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის” ხელმძღვანელმა, ბატონმა ზაზა კოპლატაძემ და ამავე ცენტრის ენდოკრინოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ იმ ახალ, მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ ცენტრზე ისაუბრეს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა პაციენტებისთვის.

– ბატონო ზაზა, მართალია, ახალი სამედიცინო დაწესებულებებით თბილისელების გაკვირვება ძალიან რთულია, მაგრამ თქვენი ცენტრი მართლაც ყველასგან გამოირჩევა.  კონკრეტულად რა სიახლეს სთავაზობთ პაციენტებს?

– მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ახალი დიაგნოსტიკური ცენტრი ისევ ძველი, ყველასთვის კარგად ნაცნობი ბრენდით შეიქმნა, უახლესი, რეგიონის მასშტაბით უნიკალური აპარატურით აღიჭურვა და ყველა ის  მაღალტექნოლოგიური კვლევა გააერთიანა, რომელიც დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლინას და ეფექტურად მკურნალობას უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ცენტრს მაღალპროფესიონალთა გუნდი უდგას სათავეში, რადგან მხოლოდ საკუთარი საქმის მცოდნე სპეციალისტების წყალობით შეიძლება აპარატურის დანიშნულებისამებრ გამოყენება, ჯერ სწორი კვლევის დანიშვნა, მერე კი, მისი სწორად ინტერპრეტირება.

– ქალბატონო ნინო, ენდოკრინოლოგიური სამსახური ცენტრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განყოფილებაა. საინტერესოა, თქვენს რას სთავაზობთ პაციენტებს?

– პირველ რიგში, ძალიან მიხარია, რომ დიდი ტრადიციების და ურყევი რეპუტაციის მქონე გუნდის წევრი ვარ. რა თქმა უნდა, თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურით ჩვენი განყოფილებაც აღიჭურვა, თუმცა პრიორიტეტად მაინც გუნდური პრინციპით მუშაობა რჩება, რადგან სწორედ თანამშრომლობა და მუდმივი კომუნიკაცია უზრუნველყოფს სწორ დიაგნოსტირებას და ეფექტურ მკუნრალობას. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ერთობას, ხმაშეწყობილ მუშაობას, ის პაციენტებიც ხშირად აღნიშნავენ, ვინც ქრონიკული დაავადების გამო საკმაოდ დიდ დროს ატარებს მარდალეიშვილის ცენტრში, რომელიც თავისი კომფორტული გარემოთი ნებისმიერს კეთილად და ნდობით განაწყობს.

– თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია პაციენტთან?

– ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ექიმსა და პაციენტს შორის, რადგან მხოლოდ ასე მიიღწევა სასურველი შედეგი. საბედნიეროდ, მობილური ტექნოლოგიების განვითარება ჩვენც დიდად დაგვეხმარა, რადგან ახლა, ყოველთვის თავისუფლად შეგვიძლია ურთიერთობა.

– ბატონო ზაზა, რა ითვლება თქვენს კლინიკაში ყევლაზე პრიორიტეტულად?

– რა თქმა უნდა, ყველაზე პრიორიტეტული ჯანმრთელობა, დაავადების პრევენცია და დროული მკურნალობაა. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი ჩვენი აპარატურის, ტექნოლოგიების უპირატესობას და განსაკუთრებით ავღნიშნო ტომოსინთეზით 3-განზომილებიანი რენტგენო-მამოგრაფია, რომელიც წინამორბედზე 70-ჯერ უფრო სენსიტიურია და ბევრად ადრე ავლენს სარძევე ჯირკვლის პათოლოგიებს, რაც თავის მხრივ ეფექტურ მკურნალობას და სრულ გამოჯანმრთელებას გულისხმობს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები