LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სწორედ ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიით უნდა შედგეს სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციაში მოქმედების გეგმა” – ზურაბ ალხანიშვილი გადაცემაში ,,პულსი”

5
zurabalxanishvili2012345

გადაცემის ლაივი LIVE

11 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ საქართველოს გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ ალხანიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ასოციაციის მიერ ჩატარებულ კვლევასა და შემუშავებულ დოკუმენტზე ისაუბრა.

– ბატონო ზურაბ, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების კომუნიკაციის სტრატეგია“ – სწორედ ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც თქვენმა ასოციაციამ შეიმუშავა. რამდენად რთული იყო დოკუმენტზე მუშაობა?

– დოკუმენტის შემუშავება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, წლის დასაწყისში გეგმიური მონიტორინგის ჩატარების შემდეგ გადავწყვიტეთ, რადგან ჯანმოს ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციად სწორედ რისკების კომუნიკაციაზე რეაგირების სისტემის გამართვა და რისკების კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება იქცა. სხვათა შორის, სწორედ ამ პერიოდში გავრცელდა ვირუსიც, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ამგვარი დოკუმენტის შექმნის აუცილებლობაში. სტრატეგიაზე გაეროს განვითარების პროგრამის და ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად შვუდექით მუშაობას და ერთგავრი საბაზო დოკუმენტი შევქმენით, რომელიც სახელმძღვანელოდაც გამოდგება, რადგან სწორედ ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიით უნდა შედგეს სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციაში მოქმედების გეგმა.

– უამრავ ექსპერტთან მოგიწიათ თანამშრომლობა, კონკრეტულად რა თემებს იკვლევდით და რა ახალი ინფორმაცია მიიღეთ, რომელიც სტრატეგიის შემუშავებაში დაგეხარათ?

– დოკუმენტის შედგენისას საერთაშორისო მეთოდოლოგიით ვხელმძღვანელობდით, გამოვიყენეთ რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტი და სწორედ მათი შეჯერებით ჩამოვაყალიბეთ ჩვენი სტრატეგია, რომელიც ზუსტად მოერგო საზოგადოების მოთხოვნებს. სწორედ ამ მოთხვევნების დასადგენად მივმართეთ ექსპერტებს და ჩავატარეთ კვლევები თითქმის ყველა სფეროში, შევარჩიეთ 16 საზოგადოებრივი ჯგუფი და გამოვიკვლიეთ ის ბარიერები, რომლებიც კრიზისის შემთხვევაში კომუნიკაციის სფეროში ჩნდებოდა.

– კონკრეტულად რა გამოწვევები გამოიკვეთა?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ სასიამოვნოდ გაგვაკვირვა საზოგადოების უზარმაზარმა ნდობამ ჯანდაცვის სისტემის მიმართ, რაც პირველ რიგში კორონავირუსის ეფექტურმა მართვამ განაპირობა. რაც შეეხება გამოწვევებს – ყველაზე აქტუალური გარკვეული ჯგუფებისთვის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის მიწოდება აღმოჩნდა. მართალია, კრიზისზე რეაგირების ჯგუფმა დაავადების გავრცელების პირველსავე დღეს დაიწყო საინფორმაციო კაპმანია, მაგრამ მათ, ვინც ენობრივი ბარიერის გამო, არა ქართულ, არამედ სხვა ენაზე ადევნებდა თვალს მედიას, საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა ვირუსის არსებობაზე. ნაკლებად ინფორმირებული აღმოჩნდნენ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებიც, რადგან ოჯახის ექიმს ძალიან გაუჭირდა შესაძლო გართულიებებზე ამომწურავი პასუხის გაცემა.

– „ინფოდემია“ – სწორედ ასე უწოდა ჯანმოს ხელმძღვანელმა ცრუ ინფორმაციის მასობრივ გავრცელებას. თქვენი კვლევების თანახმად რამდენად აქტუალურია საქართველოში „ინფოდემია“?

– სწორედ დეზინფორმაცია, ან ობიექტური ინფორმაციის სიმწირე გამოიკვეთა ვირუსის გავრცელების პირველ დღეებში, რადგან უამრავი ჭორი თუ მართალი გავრცელდა, რამაც ძალიან გაართულა ობიექტური ინფორმაციის მიღება.

– კვლევების გათვალისწინებით, რა როლს ასრულებენ სხვა პროფილის ექიმები ამგვარი კრიზისის პერიოდში, რამდენად მაღალია საზოგადოების ნდობა ზოგადად მედიკოსების მიმართ?

– რა თქმა უნდა, როცა ჯანმრთელობაზეა საუბარი, ადამიანები ყოველთვის სამედიცინო სფეროს, ექიებს მიმართავენ პასუხების ძიებაში, რადგან სწორედ მათ იმედზე არიან. პანდემიის პირობებში საზოგადოებამ მართლაც უპირობა ნდობა გამოუცხადა მედიკოსებს განურჩევლად მათი პროფილისა, თუმცა კრიზისის სწორად მართვისთვის არა მხოლოდ ექიმებთან, არამედ ყველა სახელმწიფოებრივ, ცენტრალურ თუ ლოკალურ ორგანიზაციასთანაა კომინიკაციის გამართვა საჭირო, რათა ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე.

– თავად რას ელით ახალი და მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტისგან, რომელიც რამდენიმე დღეში დამტკიცდება?

– დოკუმენტისგან, რომლის შექმნაზე უზარმაზარმა გუნდმა იმუშავა, პირველ რიგში სისტემის ჩამოყალიბებას ველით, რომელიც ეფექტურად იმუშავებს კრიზის დროს და ყველა კონკრეტული სიტუაციისთვის მასზე მორგებულ ეფექტურ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები