LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 უსწრაფესი ავტომობილი – ავტოსთორი

32
1. ჰედი - Bugatti Veyron Super sport

მანქანები ერთმანეთს შეიძლება შევადაროთ მრავალი მონაცემით, მაგალითად, განვსაზღვროთ საუკეთესო ავტომობილი საწვავის ნაკლები ხარჯვის ან ფასის მიხედვით… არის კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი და საინტერესო –  ეს არის სიჩქარე, ამიტომ წარმოგიდგენთ ყველაზე სწრაფი მანქანების სარეიტინგო სიას:

5 – MCLaren F1 (390 კმ/სთ)

1990-იანი წლების ბოლოს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილი იყო Aston Martin One-77, რომელიც საათში 355 კმ-ს ავითარებდა. ამ სიჩქარეს უზრუნველყოფდა “ბე-ემ-ვეს” ძრავი _ 6,1 ლიტრიანი V12, რომლის სიმძლავრე იყო 672 ცხ. ძ. ეს იყო ბოლო ავტომობილი, რომელმაც ეს სიჩქარე განავითარა ატმოსფერული ძრავით, ყველა შემდგომი რეკორდი დამყარებულია ტურბოაგრეგატებით.

4 – SSC Ultimate Aero TT (415 კმ/სთ)

2007 წელს SSC Ultimate Aero TT  მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ავტომობილად აღიარეს. მან დაამხო ლეგენდარული Bugatti Veyron-ის რეკორდი. გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა სუპერავტოს მაქსიმალური სიჩქარე საათში 414 კმ-ის ნიშნულზე აღრიცხეს.

3 – Hennessey Venom GT (435 კმ/სთ)

ამერიკული ავტომობილი Hennessey Venom GT აღჭურვილია “შევროლე კორვეტის” მიერ დამზადებული 7-ლიტრიანი V8 ძრავით. ამ აგრეგატით ავტომობილმა საათში 435 კმ განავითარა.

2 – Bugatti Veyron super sport (435 კმ/სთ)

Bugatti Veyron-ი იყო პირველი სერიული ავტომობილი, რომელმაც გადალახა საათში 400 კმ-ის ნიშნული. 2010 წელს კი სუპერავტომობილის ფლაგმანმა მოდიფიკაციამ _ super sport-მა თამასა 435 კმ/სთ-მდე ასწია. Veyron-ი ყველაზე სწრაფი ავტომობილის სტატუსს 2017 წლამდე ინარჩუნებდა, სანამ მისი ადგილი შვედურმა ავტომობილმა არ დაიკავა.

1 – Koenigsegg Agera RS (447 კმ/სთ)

Koenigsegg Agera RS -ი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილია. 2017 წელს შვედურმა სუპერავტომ საათში 447 კმ განავითარა. Agera RS-ის კაპოტის ქვეშ 5-ლიტრიანი ძრავია, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ დაეჩაგრა “ბუგატი” და 12 კმ/სთ-ით გაეუმჯობესებინა Veyron Super Sport-ის სიჩქარის რეკორდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები