LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აჩიკო ჩემთვის პირველ რიგში, სინათლე და ენერგიაა!” – აჩიკო გულედანი და გვანცა ჯაფარიძე „არტ-FM“-ში

17
guledani

გადაცემის ლაივი LIVE

19 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ აჩიკო გულედანი და გვანცა ჯაფარიძე სტუმრობდნენ, რომელთაც მუსიკალური ფესტივალზის Tbilisi Open Air ახალ სეზონზე ისაუბრეს.

– აჩიკო, რით იქნება გამორჩეული წლევანდელი ფესტივალი?

– წელს ფესტივალი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს, ამიტომ დოკუმენტური ფილმი გავაკეთეთ, რომელმაც ერთგვარად შეაჯამა ჩვენი 10-წლიანი მოღვაწეობა. ვფიქრობ, ფესტივალის მთავარი მიღწევა იმ არაჩვეულებრივი ატმოსფეროს და სივრცის შექმნაა, სადაც ნებისმიერს თავისუფლად შეუძლია საკუთარი ადგილის პოვნა, რადგან ჩვენ ყოველთვის თავისუფლებას, თანასწორობას და მრავალფეროვნებას ვუწევდით პროპაგანდას. რა თქმა უნდა, ფესტივალი არ გულისხმობს მხოლოდ ლაინ-აფსა და მუსიკოსების გამოსვლას, რადგან მისი მთავარი შემადგენელი აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანების განწყობა და ენერგიაა, რომელსაც სიამოვნებით უზიარებენ ერთმანეთს.

– ვის უმასპინძლებს Tbilisi Open Air წელს?

– გასული წლების მსგავსად, წელსაც ოთხი სცენა მოეწყობა, რომელიც განსხვავებული სტილისა და ჟანრის მიუსიკოსებს უმასპინძლებს. წელს ჩვენი ჰედლაინერები Franz Ferdinand, Mogwai, The Subways, Unkle, Michelle Gurevich, David August, 1200 Micrograms, ასევე MokuMoku, LOUDspeaker და „მწვანე ოთახი“ იქნებიან. ვფიქრობ, უამრავ საინტერესო, ჟანრულად განსხვავებულ პროექტს შევთავაზებთ ჩვენს სტუმრებს და აბსოლუტურად ყველა მელომანის გემოვნებას დავაკმაყოფილებთ. ფესტივალი 21 ივნისს აიღებს სტარტს Lisi Wonderland-ში და 24 ივნისამდე გაგრძელდება.

– აჩიკო, „მწვანე ოთახი“ ყოველთვის თვითმყოფადი შემოქმედებით გამოირჩეოდა. ახლა რაზე მუშაობთ?

– თითქმის 20-წლიანი არსებობის მანძილზე „მწვანე ოთახის“ წევრებმა უამრავ მუსიკალურ პროექტსა და ექსპერიმენტში მივიღეთ მონაწილეობა, მერე კი, მცირე პაუზა ავიღეთ და ახლა ისევ უკან ვბრუნდებით სრულიად ახალი ნამუშევრებით. ბედნიერი ვარ, რომ ჯგუფს გვანცა შეუერთდა, რადგან საოცარი შემსრულებელია, არაჩვეულებრივი ტემბრი აქვს და იდეალურად ერგება ჩვენს ჟღერადობას.

– გვანცა, როგორ გაიცანით აჩიკო?

–  ერთმანეთი 2017 წელს გავიცანით, პროექტზე „ჩარკვიანი“ მუშაობისას. თავიდან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გვქონდა და მხოლოდ მოგვიანებით მივხვდით, რომ ძალიან მოგვწონდა ერთმანეთი.

– აჩიკო, რას ნიშნავს თქვენთვის სიყვარული?

– სიყვარული ყველაფრის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც მართალია, ერთია, მაგრამ ყველას ეკუთვნის.

– გვანცა, როგორ დაახასიათებდით აჩიკოს რამდენიმე სიტყვით?

– აჩიკო ჩემთვის პირველ რიგში, სინათლე და ენერგიაა!

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები