LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ადამიანი ცხოვრობდა საზღვარგარეთ , ჰქონდა საქართველოში მიწის ნაკვეთი და რომ ჩამოვიდა, ის სხვაზე დახვდა დარეგისტრირებული”

8
რეგ

დღევანდელი გადაცემის თემაა მიწის რეგისტრაცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები, რა გამარტივდა, რა პროცედურების გავლა მოგიწევთ და რა შემთხვევაში შეიძლება თქვენი კუთვნილი უძრავი ქონების გარეშე დარჩეთ თუ დროულად არ დაიწყებთ რეგისტრაციის პროცესს – თემა ეკა ლომიძე , “სი ელ ესის” მმართველი პარტნიორი გვესაუბრება.

“პირველ რიგში კანონზე უნდა ვისაუბროთ, რომელმაც პროცესი გაამარტივა. ანუ თქვენ თუ არ გაქვთ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და აქამდე რეგისტრირებას ვერ ახერხებდით, ახლა უკვე, მეზობლების, მოწმეების დადასტურებით დამტკიცდება, რომ ეს მიწა თქვენ გეკუთვნით, მაშინ დაგიკანონდებათ.

მოქალაქეებმა აზომვითი ნახაზი უნდა გააკეთონ, რეესტრს თუ დამატებითი დოკუმენტები დასჭირდება , გეტყვიან და საბოლოოდ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებამდე მიდის საქმე. ამის მიუხედავად უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს რისკები ამ გამარტივებულ პროცედურებში. მე მქონდა შემთხვევა, როცა ადამიანი ცხოვრობდა საზღვარგარეთ , ჰქონდა საქართველოში მიწის ნაკვეთი და რომ ჩამოვიდა, ის სხვაზე დახვდა დარეგისტრირებული, რადგან არაკეთილსინდისიერმა პირმა ცრუ მოწმეების გამოყენებით დაიმტკიცა ეს მიწის ნაკვეთი. ასეთ დროს საქმე სასამართლოში მიდის და პროცესი იწელება. ეს შეიძლება წლები გაგრძელდეს. ამიტომ მოქალაქეებმა საჯარო რეესტრს უნდა მიმართონ, რათა დროულად დაირეგისტრირონ კუთვნილი უძრავი ქონება”, – აცხადებს ეკა ლომიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები