LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აირიდეთ კიბერდანაშაული, არ ანდოთ ბარათი არავის, მაღაზიებში, ბენზისგასამართ სადგურებზე, კაფეებში მოითხოვეთ ტერმინალი – FM ქოუჩი

11
giorgijafaridze

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ დავიცვათ თავი კიბერდანაშაულისგან – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში ,,FM ქოუჩი” კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსმა გიორგი ჯაფარიძემ ისაუბრა.

რა არის კიდერდანაშაული?

არსებობს გარკვეული ინდიკატორები, რომელიც საშუალებას გვაძლევს,  სოციალური ქსელისა და ინტერნეტის მომხარებლებმა აღმოვაჩინოთ ის საფრთხეები, რომელიც იქ არის დამალული. საფრთხეები შეიძლება განთავსებული იყოს ნებისმიერი სახის ვებგვერდზე. კიბერდამნაშავეები ცდილობენ დაეუფლონ ჩვენს პერსონალურ მონაცემებს, აქ იგულისმხება, როგორც ნებისმიერი ავტორიზაციის, ასევე საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები.

როგორ დავიცვათ პირადი მონაცემები?

თუ სოციალურ ქსელში ვაწყდებით საეჭვო ტიპის შემოთავაზებას, რომელიც შეიძლება განთავსებული იყოს დავუშვათ რომელიმე ბანკის სახელით და ჰქონდეს გათამაშების სახე, უნდა გადავამოწმოთ რამდენად ავთენტურია, დავაკვირდეთ ტექსტის გამართულობას, ხშირ შემთხვევაში, როცა დანაშაული ხორციელდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ბოროტმოქმედები იყენებენ google.translate-ს, შესაბამისად ტექსტი არის გაუმართავი. ვებგვერდის მისამართი შეიძლება იყოს ვიზუალურად იდენტური, ამიტომ დავაკვირდეთ ვებგვერდის დასახელებას, რეალურისგან მას შეიძლება განასხვავებდეს ერთი სიმბოლო, შესაბამისად ასეთ დროს თავი უნდა შევიკავოთ ჩვენი მონაცემების გამჟღვანებისგან. ეს არის სწორედ ფიშინგი, ანუ დანაშაული, რომელიც ემსახურება მსხვერპლის შეცდომაში შეყვანას.

რა არის ქარდინდი?

რაც შეხება ქარდინგს -ეს არის კიბერდანაშულის უფრო პრიმიტიული სახე და შესაძლოა დაკავშირებული იყოს ფიშინგთან. ანუ როცა ბოროტმოქმედი დაეუფლება თქვენს საბანკო პლასტიკური ბარათების მონაცემებს, ის  თავისუფლად შეძლებს თქვენი კუთვნილი სახსრების მითვისებას. ამიტომ მნიშვნელოვანია ბარათი არ ვანდოთ მეორე პირს. მაღაზიებში, ბენზისგასამართ სადგურებზე, კაფეებში მოითხოვეთ ტერმინალი. ბარათი არ უნდა გადავიდეს სხვის ხელში.

ონლაინ შესყიდვები დღეს საკმაოდ აქტუალურია, როგორ დავიცვათ თავი  თაღლითური სქემებისგან ასეთ დროს?

სასურველია იქონოთ ცალკე პლასტიკური ბარათი, რომელიც არ უნდა იყოს მიბმული საბანკო ანგარიშთან ან იმ საბანკო ანგარიშთან, რომელსაც ყოველდღიურად იყენებთ. ონლაინშესყიდვისას ზუსტად იმ თანხას რიცხავთ ბარათზე, რომელიც კონკრეტული შესყიდვისთვის გჭირდებათ, შესაბამისად ნაკლები შანსია გახდეთ კიბერდანაშაულის მსხვერპლი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები