LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ფილიალები, ახალი ბრენდები და ონლაინ პლატფორმა – „ნავნე“ გაფართოებას განაგრძობს

72
118764021-1017227635391731-3994204126296830069-o

მაღაზიათა ქსელი „ნავნე“ გაფართოებას განაგრძობს. კომპანია ახალ ფილიალებს ხსნის, გარდა ამისა ძველი მაღაზიების რებრენდინგს ახორციელებს და მუშაობას ონლაინ პლატფორმის შექმნაზეც, რომელიც მომხმარებელს ონლაინ შოპინგს გაუმარტივებს.

„ნავნეში“ მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე, ასევე გაყიდვების კუთხით პანდემიის გავლენებზე, „ბიზნესნიუსის“ ეთერში კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გოროზიამ ისაუბრა.

სად გაიხსნა სულ ბოლოს ახალი ფილიალი და რითია ეს მაღაზია გამორჩეული?

პანდემიის მიუხედავად, „ნავნე“ აქტიურად აგრძელებს ქსელის გაფართოებას. საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მოვასწარით უკვე რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნა და ძველი ფილიალების რებრენდიგნი. ახალი მაღაზიები გავხსენით: ვარკეთილში, აღმაშენებლის ხეივანში, ერთი კვირის წინ კი-  მარშალ გელოვანის 31 ნომერში, სადაც აუთლეტ მოლი გაიხსნა. აქ არსებული ფილიალი ჩვენთვის არის ერთ-ერთი განსაკუთრებული, რადგან აღნიშნულ მოლში არის მთლიანად ჩვენი ჰოლდინგის კომპანიები თავმოყრილი: „ატელიე აუთლეტი“, „კონტეინერი“ და „ნავნე“.

რამდენი ფილიალით ხართ წარმოდგენილი დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით, სად და რამდენ ადამიანს ასაქმებთ?

„ნავნე“ საქართველოს მასშტაბით 22 ფილიალით არის წარმოდგენილი. აქედან 13 მდებარეობს თბილისში, ასევე ვართ: რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და თელავში. ამჟამად ვასაქმებთ, დაახლოებით, 350 ადამიანს, თუმცა ეს რიცხვი ნელ-ნელა იზრდება.

რა და რამდენი დასახელების პროდუქცია თავმოყრილი „ნავნეს“ ქსელში?

ჩვენი ქსელი მოიცავს 200-დან 220-ამდე სხვადასხვა ბრენდის პროდუქციას: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა და პარფიუმერია, ჰიგიენა და თავისმოვლის საშუალებები, სათამაშოები, სახლის დეკორაცია და საკანცელარიო ნივთები. გვაქვს იტალიური, დანიური, ამერიკული ძალიან ცნობილი ბრენდები…„ნავნეს“ გუნდის მუშაობის ძირითად მიზანს წარმოადგენს საკუთარი მომხმარებლის მაქსიმალურ კმაყოფილება, ზრუნვა პროდუქციის მრავალფეროვნებაზე, მაღალ ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე.

საიდან ხდება აღნიშნული პროდუქციის იმპორტი?

„ნავნე“ მომხმარებელმა გაიცნო ძირითადად ამერიკული პროდუქტით, დღემდე სწორედ აქედან ხდება ძირითადი პროდუქციის იმპორტი, შემდეგ დაგვემატა ევროპის ქვეყნები, გვაქვს ასევე დუბაის ნაწარმი, რომელიც ერთ-ერთი ბიუჯეტური ხაზია ჩვენი კომპანიისთვის.

რამდენად მაღალია კონკურენცია იმ სეგმენტში , რომელშიც „ნავნე“ საქმიანობს?

ზოგადად, კონკურენცია როგორც თავის მოვლის საშუალებების, ასევე ტანსაცმლის მიმართულებით საქართველოში, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია. თუმცა, აუთლეტ მიმართულებაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მზარდი კომპანია ვართ ქვეყანაში, რომელმაც თავისი 9 წლიანი საქმიანობის მანძილზე უამრავი ლოიალური მომხმარებელი გაიჩინა.. ის მომხმარებელი, რომელიც „ნავნეში“ ერთხელ შედის, როგორც წესი, რჩება მის მომხმარებლად. და ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა.

უნდა ვისაუბროთ პანდემიაზეც.. რა გავლენა იქონია თქვენს კომპანიაზე ?

კარანტინის პერიოდი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო და ახლაც, საკმაოდ მძიმე ვითარებაა.. გვიწევს უამრავი რეგულაციის დაცვა, ამაზე იხარჯება ძალიან დიდი თანხები, თუმცა, ჩვენი მომხმარებლისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ვიცავთ ყველა წესს..  კარანტინის პერიოდში ჩვენი ყველა მაღაზია იყო დაკეტილი, შესაბამისად, არ იყო არანაირი შემოსავლის წყარო და ეს მართლაც ურთულესი ეტაპი იყო კომპანიის ისტორიაში. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენთვის დადებითი შედეგი გამოიღო იმან, რომ აქამდე არ არსებობდა ონლაინ სივრცე აუთლეტ მიმართულებით და ჩვენ შევქმენით ძალიან სწრაფად ონლაინ სივრცე, სადაც შეუძლია მომხმარებელს მოგვწეროს და შეიძინოს ონლაინ ნივთები. ახლა უკვე დიდი გეგმები გვაქვს ამ მიმართულებით, ვაკეთებთ ონლაინ პლატფორმას, რომელიც ძალიან კარგად იმუშავებს მომხმარებლისა და მათი კომფორტისათვის, რადგან დისტანციურად შეეძლებათ ნებისმიერი ნივთის ყიდვა. ამასთან, გეგმებში გვაქვს ქსელის გაფართოებაც: დავამატებთ ახალ მაღაზიებს, ვაგრძელებთ რებრენდინგის პროცესს, ვაგრძელებთ ახალი ბრენდების დამატებას, ასე ვიზრდებით…

ახლა რა ვითარებაა ბაზარზე, გაყიდვები თუ გამოცოცხლდა?

მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, ნორმალური სიტუაციაა. ძალიან რთული იყო პირველი რამდნეიმე კვირა, როცა ტანსაცმლის გაყიდვების გარეშე გვიწევდა საქმიანობის გაგრძელება, თუმცა ნელ-ნელა გამოცოცხლდა ბაზარი და ამჟამად ძალიან აქტიური პერიოდია გაყიდვების კუთხით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები