LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი ნათება“ : ბათუმში ინვესტირებას და არსებული ფილიალების ერთი შენობის ქვეშ გაერთიანებას ვგეგმავთ

5
ფფ

გამოწვევები 21 წლის მანძილზე, კორონავირუსის პანდემიის ეფექტი, სამომავლო გეგმები და არსებული რეალობა – „ახალი ნათება“ იუბილარია… კომპანიის ცენტრალური ფილიალის მენეჯერმა დავით გულუაშვილმა „ბიზნესნიუსის“ ეთერში „ახალი ნათების“ 21 წლიანი საქმიანობა შეაფასა და მიმოიხილა.

– როგორ აჯამებთ ქართულ ბაზარზე საქმიანობის 21 წელს, რამდენად წარმატებული აღმოჩნდა განვლილი პერიოდი და რა სიტუაცია იყო მაშინ, როცა „ახალი ნათება“ საქმიანობას იწყებდა?

განვლილ 21 წელს წარმატებულად ვაფასებთ, ვინაიდან, საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო პროდუქცია გვაქვს წარმოდგენილი ჩვენს მაღაზიებში. პროდუქციის იმპორტი ხორციელდება მსოფლიოს 25-დან 30-ამდე ქვეყნიდან, პრიორიტეტი ენიჭება ევროკავშირის ქვეყნებს. ასევე სერიოზული იმპორტი გვაქვს თურქეთიდან, ჩინეთიდან, აშშ-დან. ასე რომ, მომწოდებლების სია ძალიან მრავალფეროვანია.

რაც შეეხება კონკურენციას, 21 წლის წინ, როდესაც კომპანია „ახალი ნათება“ ჩამოყალიბდა, რა თქმა უნდა, კონკურენცია იყო, მაგრამ მცირე დოზით და არა ისეთი, როგორიც დღეს არის.

სად იყო მაშინ პირველი მაღაზია განთავსებული, რამდენ ადამიანს ასაქმდება და ახლა რა სიტუაციაა ამ კუთხით?

პირველი მაღაზია, 1999 წელს, განთავსებული იყო ყოფილ დიდუბის ქუჩაზე  (ამჟამად დავით ყიფიანის 4 ნომერი) და დაახლოებით 10 ადამიანს ასაქმებდა. დღეს ამ კუთხით სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი – „ახალი ნათების“ საქმიანობა მოიცავს, არა მარტო განათების, არამედ ავეჯის მიმართულებასაც და დღეისათვის, უკვე 19 ფილიალით ვართ წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით, 200-ამდე ადამიანია ჩვენს ქსელში დასაქმებული. გვაქვს ფილიალები: ბათუმში, ქუთაისში, გორში, ფოთსა და თბილისში.

 მაღალი კონკურენციაა ქვეყანაში იმ სეგმენტში, რომელშიც ახალი ნათება საქმიანობს?

საკმაოდ მაღალი კონკურენციაა განათების და ავეჯის სფეროში, თუმცა კონკურენტებისგან ჩვენ გამოგვარჩევს მრავალფეროვანი და დიდი ასორტიმენტი, ფილიალების დიდი რაოდენობა, პროდუქციის მიწოდების მოკლე ვადები.

–  რა გამოწვევების გადალახვა მოუხდა კომპანიას 21 წლის მანძილზე და თუ ყოფილა სხვა დროსაც მსგავსი სახის პრობლემები, რაც მიმდინარე წელს კორონავირუსის პანდემიამ შექმნა?

განვლილ წლებში საკმაოდ ბევრი გამოწვევის გადალახვა მოგვიწია. რა თქმა უნდა, იყო სხვადასხვა ტიპის პრობლემები. განსაკუთრებით გამოვყოფ 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდს და ეკონომიკურ კრიზისს. მიმდინარე წელს, კორონავირუსის პანდემიამაც საკმაოდ დიდი და ნეგატიური გავლენა იქონია ჩვენს გაყიდვებზე, თუმცა, 2008 წლის კრიზისი ბევრად უფრო მძაფრი იყო.

რა შეცვალა პანდემიამ თქვენს საქმიანობაში და როგორ მოერგო კომპანია ახალ რეალობას?

ჩვენმა კომპანიამ ახალ რეალობასთან ადაპტაცია საკმაოდ სწრაფად მოახდინა – ამისთვის ყველა ბერკეტი და მექანიზმი გამოვიყენეთ. შევქმენით და გავააქტიურეთ ონლაინ პლატფორმა, სადაც ასევე შეუძლია მომხმარებელს „ახალი ნათების“ პროდუქციის შეძენა. ონლაინ გაყიდვები საკმაოდ სწრაფად მზარდი სეგმენტიაა ჩვენს გაყიდვებში და იმედს ვიქონიებ, რომ მომდევნო წლებში უფრო მეტად განვითარდება. რაც შეეხება საქმიანობის გარკვეულწილად შეცვლას, ამჟამად  ვერ ხერხდება საერთაშორისო გამოფენებზე წასვლა. ასეთი გამოფენები ყოველწლიურად რამდენჯერმე იმართება და მას ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებიან ხოლმე. ეს ყველაფერი ამჟამად დისტაციურად ხდება.

გაყიდვების კურთხით თუ ვისაუბრებთ, სერიოზული კლება გვაქვს აჭარის რეგიონში, ვინაიდან აჭარაში საკმაოდ ფართოდ ვართ წარმოდგენილები, 4 ფილიალით. წინა წლებში, აჭარა გაყიდვების მაჩვენებლით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებზე იყო – ახლა კი პანდემიის გამო, ასე აღარ არის. ამ მხრივ, თბილისსა და დანარჩენ რეგიონებში შედარებით სტაბილური სიტუაციაა.

– დღეს გაყიდვები გამოცოცხლებულია?

კარანტინის 3 თვესთან შედარებით, ცხადია, გაზრდილია გაყიდვების მაჩვენებლები. ბაზარი გამოცოცხლდა.

– რას ჰპირდებით მომდევნო წლებში მომხმარებლებს?

მიუხედავად ასეთი გაურკვეველი სიტუაციისა, რაც პანდემიას უკავშირდება, ჩვენ მაინც ვგეგმავთ, რომ ბათუმში არსებული ფილიალები ერთი ქუდის ქვეშ, ერთი შენობის ქვეშ მოვაქციოთ. ასევე ვპირდებით ჩვენს ერთგულ მომხმარებელს, რომ ხარისხის და არჩევანის გაუმჯობესება იქნება მომდევნო წლებში. ამასთან, თუ რაიმე ხარვეზი არსებობს ჩვენს სერვისში, ისინი აუცილებლად გამოსწორდება და დაიხვეწება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები