LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახლა, თანამშრომლებთან ურთიერთობით გამოჩნდება რომელია კომპანია და რომელი კანტორა” – FM ქოუჩი

9
89874801-219354532782028-1006420187320156160-n

კორონავირუსის პანდემიის ფონზე აქტუალური ხდება დინსტანციური მუშაობა. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მუშაობის ამ მოდელს – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” – ჯეპრას უფროსმა კონსულტატმა სოსო გალუმაშვილმა ისაუბრა.

სოსო, დისტანციური მუშაობის მოდელზე დასავლეთი დიდი ხანია გადასულია…

განშორებით მუშაობის სისტემა დასავლეთში გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან გახდა პოპულარული, როდესაც უძრავ ქონებაზე მზარდი ფასების გამო, კომპანიები იძულებული გახდნენ მცირე საოფისე ფართები ექირავებინათ. თანამშრომლების ნაწილი, რომელიც კომპანიის გამართულ ფუნქციობას უზრუნველყოფდა, ოფისის გარეთ (სახლში, კაფეებში, საერთო და საზოგადოებრივ სივრცეებში) ასრულებდა მოვალეობას. სხვათაშორის, განშორებით (ამ შემთხვევაში, სახლიდან) მუშაობის მარეგლამენტირებელი აქტები საბჭოთა კავშირშიც კი არსებობდა.

განშორებით მუშაობის მოდელის გამოყენება ინტერნეტის განვითარებამაც დააჩქარა და ე.წ. აუთსორსინგის კომპანიების ჩამოყალიბების პარალელურად, ინდივიდუალურ შეკვეთებზე გადასვლის ბუმი განაპირობა.

განშორებით მუშაობის სისტემის განვითარებამ შექმნა სწორად ისეთი ფენომენი, რომელსაც ფრილანსერი ქვია, და შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში 2015 წელს ფრილანსერთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა ე.წ. ადგილებზე დაქირავებულ მუშაკთა რაოდენობას.

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს სახლიდან მუშაობას?

განშორებით მუშაობის გარკვეული ფორმაა და ხშირად ასეთი დასაქმებული კომპანიის საშტატო ნუსხის ნაწილია. კონტრაქტით შეიძლება განისაზღვროს, რომ სახლიდან მუშაობის პროცესში დახარჯული რესურსები (ელენერგია, დამატებითი დანახარჯები ) კომპანიისგან დამატებითი ანაზღაურების საგანი გახდეს.

სახლიდან მუშაობა უმრავლესი ქვეყნის კანონმდებლობით, ზუსტად ისეთივე საკონტრაქტო პირობებს მოითხოვს, როგორიც ადგილზე მომუშავეებს აქვთ. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური გარანტიები (შვებულების უფლება, დასვენების დღეები, დაზღვევა, პრემია, ბონუსი, კომპენსაცია), თანამდებობრივი ინსტრუქცია, სამუშაოს აღწერილობა და შრომის უსაფრთხოების დაცვის წესებია.

პლუსები: 

+ პანდემიის გავრცელების საფრთხის ასარიდებლად, განშორებით მუშაობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

+ ზოგავს დროს გადაადგილების პროცესში. არ გიწევთ საათობით საცობებში დგომა.

+ ზოგავს ფინანსებს ტრანსპორტირების, კვებისა და თანმდევი დანახარჯების სახით.

+ კორპორატიულად პასუხისმგებელი კომპანიები განშორებით მომუშავე თანამშრომლების შრომით უსაფრთხოებაზე და სამუშაო ადგილების კომფორტულად მოწყობაზე ზრუნავენ.

მინუსები:

– ამცირებს სოციალიზაციის ხარისხს

– სახლში არსებული გარკვეული სახის პრობლემები და მათი პრიორიტეტულობა უარყოფითად მოქმედებს საქმიანობის განხორციელებაზე

– ამცირებს კორპორატიული კულტურის მნიშვნელობას და მიკუთვნებულობის ხარისხს

– ამცირებს გუნდურობის შეგრძნებას და ურთიერთდახმარებების ვალდებულებების გრძნობას.

საჯაროდ მინდა მივმართო ყველა კომპანიას, მესმის რომ კომპანიის მოგებები შემცირდება, რთული პერიოდი დადგება, მაგრამ აუცილებელია გავუფრთხილდეთ ჩვენს თითოეულ თანამშრომელს და არ დავტოვოთ პირისპირ პრობლემებთან. შევიმციროთ კომპანიის მოგებები და გარკვეული შემოსავლები, მაგრამ გავუფრთხლდეთ ადამიანებს, დღეს შენარჩუნებული თანამშრომელი, ეს არის ოქროს ზოდი, რომელიც თქვენს გვერდით იქნება მთელი ცხოვრება, ესაა კომპანიის პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. სწორედ ახლა გამოჩდება რომელია კომპანია და რომელი კანტორა. 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები