LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალდაგი“ მაღალქულიან მძღოლებს ავტოდაზღვევაზე 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

5
TUICAV-THUMB

31 622 ავტოსაგზაო შემთხვევა და 337 დაღუპული მიმდინარე წლის მხოლოდ 9 თვეში –ეს ის საკმაოდ მძიმე სტატისტიკაა, რომელიც 2019 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდს ასახავს. ქვეყანაში ამ მხრივ რომ სერიოზული პრობლემებია, რაც დიდ ყურადღებასა და გარკვეულ აქტივობებს საჭიროებს, ფაქტია.

ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების მიზნით და  ასევე, კარგი მძღოლების წახალისებისთვის სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ ძალიან საინტერესო კამპანია, სახელწოდებით „თუ იცავ-მეტს იმსახურებ“ დაიწყო. აღნიშნული კამპანიისა და ავტოდაზღვევის აუცილებლობის შესახებ „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ კომპანია „ალდაგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ქეთი მაღალაშვილმა ისაუბრა.

– რამდენად მნიშვნელოვანია ალდაგისთვის, როგორც კომპანიისთვის სოციალური პასუხისმგებლობა და უშუალოდ ეს კამპანიათუ იცავმეტს იმსახურებრატომ გადაწყვიტეთ დაგეწყოთ?

ჩვენი კომპანია სოციალური კამპანიების კუთხით საკმაოდ აქტიურია. ალბათ, ყველას ახსოვს ჩვენი კამპანია წლების წინ, „მადლობის ეკიპაჟი“ რომ დადიოდა ქუჩებში და კარგ მძღოლებს აჯილდოვებდა. სწორედ ამ კამპანიის გაგრძელება იყო „თუ იცავ -მეტს იმსახურებ“. ავტოსაგზაო შემთხვევების იმ მძიმე სტატისტიკის პირობებში, რომელიც გვაქვს, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია მეტი ვილაპარაკოთ მძღოლის პასუხისმგებლობაზე. სწორედ ეს იყო მიზანიც ამ კამპანიის. რაც შეეხება შინაარსს, გვინდა ამ კამპანიით მადლობა გადავუხადოთ და დავაფასოთ ის მძღოლები, რომლებიც პასუხისმგებლიანად მართავენ ავტომობილს, ზედმიწევნით იცავენ საგზაო მოძრაობის წესებს და არ წარმოადგენენ საფრთხეს გზებზე..

რა აქტივობები დაიგეგმა ამ კამპანიის ფარგლებში?

– მივმართეთ კრეატიულ სააგენტო „მეტროს“, რომელმაც ამ პრობლემის ძალიან საინტერესო, შემოქმედებითი გადაწყვეტა მოიფიქრა და დაიწერა სახალისო სიმღერა – ეს არის ნუგზარ ერგემლიძის „თუკი გესიზმრების“ ახალი ვერსიაა. ტექსტი მთლიანად აგებულია კარგი მძღოლის შექების იდეაზე, ზოგადად კარგი მძღოლობის წახალისებაზე და მანქანის პასუხისმგებლიანად მართვის იდეაზე. „ალდაგის“ კლიპში სიმღერას თავად ნუგზარ ერგემლიძე და მასთან ერთად, რობი კუხიანიძე, ტატო რუსია და ჯგუფი მოკუ, სალიო და ჭოხონელიძეების სტუდიის ანსამბლი ასრულებენ. კლიპი JWT metro-მ გადაიღო.

ეს სიმღერა არის, ფაქტობრივად, მიძღვინილი სერენადა კარგი მძღოლებისთვის. კამპანის უკვე დიდი და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. ბევრი ადამიანი ჩაერთო ამ კამპანიაში, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. ამ კამპანიის შედეგად, ოდნავ მაინც თუ შევხედავთ ჩვენს თავს კრიტიკულად, როცა საჭესთან ვართ, „ალდაგს“ თავისი საქმე უკვე გაკეთებული ექნება.

ავტოდაზღვევას, როგორც პროდუქტს ალდაგის სადაზღვევო პორტფელში რა ადგილი უკავია? რამდენად იზრდება წლიდან წლამდე ამ პროდუქტის მიმართ საზოგადოების ინტერესი?

– ავტოდაზღვევა ერთ-ერთი წამყვანი პროდუქტია ჩვენს პორტფელში. ზოგადად, დაზღვევა საქართველოში მიიჩნეოდა პრემიურ პროდუქტად, რომელიც მაღალშემოსავლიანი ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი. თანდათან იცვლება მიდგომა და შემოდის დაბალფასიანი პროდუქტები, მათი მოხმარებაც იზრდება, იზრდება მომხმარებლების რაოდენობაც. ერთ-ერთი ასეთი, ანუ საკმაოდ იაფიანი პროდუქტია მესამე პირისადმი პაუსხისმგებლობის დაზღვევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროდუქტია.

როგორი იყო 2019 წელი კომპანია ალდაგისთვისდა სამომავლო გეგმების შესახებაც რომ მოგვიყვეთ?

– „ალდაგისთვის“ ძალიან პროდუქტიული იყო ეს წელი, როგორც ახალი პროდუქტების მხრივ, ასევე ინოვაციურობისა და განვითარების მხრივ. მარკეტინგულადაც ძალიან სასარგებლო წელი იყო. შემდეგი წელი კი კიდევ უფრო საინტერესო იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ „ალდაგი“ 30 წლის ხდება, რაც მართლაც საამაყოა.

აღსანიშნავია, რომ კამპანიის ფარგლებში „ალდაგი“ მაღალქულიან მძღოლებს ავტოდაზღვევაზე ფასდაკლებას სთავაზობს. შეიქმნა გვერდი tuitsav.ge , რომელზეც მძღოლებს შეუძლიათ უმარტივესად გაიგონ თავისი ქულა და მიიღონ შესაბამისი ფასდაკლება „ალდაგისგან“ ავტოდაზღვევაზე. 100 ქულიანი მძღოლებისთვის „ალდაგს“ 30%-იანი ფასდაკლება აქვს, ხოლო 80 ქულიანი მძღოლებისთვის 10%-იანი. Tuitsav.ge-ზე მძღოლებს შეუძლიათ შეთავაზების ზუსტ პირობებს გაეცნონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები