LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპტოს მეთოდი, რომლებიც სახის გაახალგაზრდავებისთვის გამოიყენება – სილამაზის აკადემია

10
silamazisakademia20109

გადაცემის ლაივი LIVE

მეთოდები, რომლებიც სახის გაახალგაზრდავებისთვის გამოიყენება – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ პლასტიკურმა ქირურგმა მარლენ სულამანიძემ  ისაუბრა.

სახის გაახალგაზრდავებისთვის გამოიყენება ძაფის მეთოდები, რას ნიშნავს აპტოს მეთოდი, რომელიც თქვენი შექნილია?

დაშვების საწინააღმდეგო ძაფები – იგივე აპტოს ძაფები, რბილი ქსოვილების ლიფტინგია. სანამ ჩვენი ძაფები გამოჩნდებოდა, არსებობდა სახის გადაჭიმვის ოპერაცია, რომლის რეაბილიტაციასაც საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. ამ მეთოდს ასაკობრივი შეზღუდვა ფაქტობრივად არ აქვს, იგი გამოიყენება არა მარტო სახის კანის გადაჭიმვისთვის, არამედ ამ მეთოდით სახის ნაკვთების ცვლილებაც შესაძლებელია, მათ შორის ცხვირის ფორმის, თვალის ფორმის, ყბის ქვეშა მიდამოსა და კისრს ფორმის ცვლილება. უფრო მეტად ამ მეთოდს ვიყენებთ ლიფტინგისთვის დაახლოებით 40 წლიდან.

როგორია ამ პროცედურის ხანგრძლივობა?

აპტოს ძაფები მზადდება გაწოვადი და გაუწოვადი პროდუქტიიდან. გაუწოვადი პროდუქციის ძაფების გამოყენებისას ხანგრძლივობა მეტია. შედეგი 3-დან 5 წლამდეა. გაწოვადი ძაფის ხანგძილვობა დაახლოებით 1 წელი.

არსებობს სხვადასხვა ძაფები, მაგალითად მეზოძაფები, რომელიც 3-4 თვეში გაწოვადია. ასევე ოქროს ძაფები, მ,ართალია ის არც ისე მარტივად გაიწოვება, მაგრამ მისი სიგლუვიდან გამომდინარე ლიფტინგის ეფექტი არ აქვს.

რას ურჩევდით პაციენტებს?

პირველ რიგში მივიდნენ ექიმთან, ჩაიტარონ კონსულტაცია, სადაც გადაწყდება, რა პროცედურის ცატარებაა საჭირო. შეიძლება ვურჩიოთ ძაფების გაკეთება, ან შესაძლოა არც სჭირდება ძაფები და დერმატოლოგთან მისვლა იყოს საკმარისი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები