LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ჩააბაროთ იქ, სადაც ადვილი და პოპულარულია სწავლა – კარიერული განვითარების ცენტრის უფროსი გადაცემაში „ინსაიდერი“

8
IMG-0224

როგორ უნდა აირჩიოს აბიტურიენტმა პროფესია, ამ კითხვაზე პასუხი მათთვისაა აქტუალური, ვინც ახლა დგას არჩევნის წინაშე, რადგან პროფესიული სფეროს, პროფესიის ან უნივერსიტეტში მთავარი კურსის არჩევა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია მომავალი სწარმატებისთვის.

17 ივლისს გადაცემის სტუმარი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების კარიერული განვითარების ცენტრის უფროსი გიორგი გრიგოლაშვილი.

მოგესალმებით ბატონო გიორგი,  მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ძალიან რთულია ადამიანების ნაწილისთვის სამომავლო პროფესიის არჩევა, ნაწილი ამაზე დიდი ხნის განმავლობაში ვერ ყალიბდება. არსებობს მზა რეცეპტი, რის საფუძველზეც შეძლებენ აბიტურიენტები პროფესიის მარტივად არჩევას?

მზა რეცეპტი ჩვენ ჩვენს სისტემაში და ქართულ რეალობაში არ გვაქვს. არსებობდა რამდენიმე წლის წინ მცდელობები იმისა, რომ ასეთი რეცეპტები შეგვექმნა. სხვადასხვა სამინისტროებს ჰქონდათ ეს პროექტები, თუმცა მნიშვნელოვანი ჩავარდნა იყო, იმიტომ რომ, არ იყო გათვალისწინებული ჩვენი სოციალურ – კულტურული რეალობა. ჯერჯერობით, ჩვენ გაფანტულად გვაქვს რაღაც რჩევები, რეკომენდაციები აბიტურიენტებს.

როგორია დღეს საერთო სურათი, რამდენად აქცევენ ახალგაზრდები ამ მიმართულებას ყურადღებას? რამდენად იკვლევენ წინასწარ დასაქმებისა და კარიერული ზრდის პერსპექტივებს და მხოლოდ ამის გათვალისწინებით ირჩევენ პროფესიას?

არსებობს ასეთი მომენტი რა არის პოპულარული და რა არის მოთხოვნადი. ამათ შორის ბმა რომ ნაკლებია ეს ფაქტია. აბიტურიენტებს ჰგონიათ რომ გარკვეული პროფესიები არის პოპულარული, მაგრამ სრულიად არაა ორიენტირებული იმაზე, რომ ესენი დასაქმების ბაზარზე იქნება მოთხოვნადი თუ არ იქნება. ბოლო წლებში შეინიშნება ეს ტენდენცია, რომ განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის განსაზღვრა პროფორიენტაციის კურსები.

სად არის პრობლემა? ვინ უნდა იმუშაოს ამაზე?

ამაზე უნდა ვიმუშაოთ ყველამ. განსაკუთრებით უნივერსიტეტებმა, ჩვენი სტუდენტები უნდა იყვნენ მაღალკვალიფიციურები ანუ მათ გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ სად მოდიან და რას აკეთებენ. მე-8-მე-9 კლასიდან გააზრებული ჰქონდეთ რა უნდათ მომავალში.

რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იღებს გადაწყვეტილებას და ირჩევს პროფესიას? როგორ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ისე რომ შემდეგ არ შეცდნენ და სამომავლო პროფესია იყოს წარმატებული მათთვის?

მათი გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაქტიკული და მიახლოებული ზოგად მოთხოვნებთან. მესმის რომ პოპულარულია ეკონომიკის მიმართულება, იურისპრუდენცია, საზოგადოებრივი მეცნიერები და ა.შ მაგრამ რეალურად ჩვენ გაცილებით მეტი საჭიროება გვაქვს ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებში. ჩვენ გვიჩნდება რეალურად დღეს შესაძლებლობა, რომ მასწავლებლებადაც წავიდეთ, 6000 -მდე პედაგოგმა დატოვა სისტემა. უნდა შევხედოთ რეალურად ჩვენ ირგვლივ რა მოთხოვნებია, საქართველოს ისედაც მწირ დასაქმების  ბაზარზე. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა მიმართულებითაც არ უნდა წავიდეს იქ იყოს პირველ 5-10 პოროცენტში.

გადაცემის სრული ლაივ ჩანაწერი

რისი ცოდნაა აუცილებელი სანამ ისინი არჩევანს გააკეთებენ? რა ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ მათ წინასწარ?

პირველ რიგში, უნდა იცოდნენ, როგორ ხდება უნივერსიტეტში ცოდნის მიღება. პირველ შეცდომა, რომელსაც უშვებენ არის ის რომ ვიწრო სპეციალიზაციით ფიქრობენ რაღაცაზე, არადა ბაკალავრიატის პირველი 4 წელი  გაძლევს ზოგად ცოდნას და შეიძლება პირველი იმედგაცრუება ხვდებათ მაშინ, როცა ვიღაცას უნდოდა ვიწრო სპეციალიზაცია და თურმე ის ის არ ყოფილა. მეორე მომენტია ის, რომ აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება ენების ცოდნას.

რა ინფორმაციას აწვდის თავად უნივერსიტეტი აბიტურიენტს წინასწარ?  

ჩვენ ვაწვდით აბსოლუტურად სრულფასოვან ინფორმაციას, რას მოიცავს თითოეული საგანამანათლებლო პროგრამა.

ჩვეულებრივი სამსახური და კარიერა – ძალიან ბევრმა შეიძლება არ იცოდეს მათ შორის სხვაობა. ჩვეულებრივი სამსახური არის სამსახური, სანამ კვალიფიკაციას მიიღებ რომ დასაქმდე და კარიერა არის უკვე კარგად დაგეგმლილი, განსაზღვრული ნაბიჯების დროულად გადადგმა?  ამ მიმართულებთ თუ ფიქრობენ აბიტურიენტები და სტუდენტები და როგორ უნდა შევუწყოთ ამ სფეროს წახალისებას ხელი?

უმთავრესი ამოცანაა რომ კარიერის განვითარება დავიწყოთ პირველი -მეორე კურსიდან და არა მეამე -მეოთხე კურსიდან, იმიტომ რომ, მეოთხე კურსელში დამსაქმებელი ხედავს, როგორც უკვე შემდგარ პროფესიონალს. ამიტომ წინა ეტაპები არის ის, რომ დავეხმაროთ უნივერსტიტეტმა უზრუნველყოს სტაჟირება, კვალიფიკაციის ასამაღლებელი  ტრენინგები.

და ბოლოს რამდენიმე რჩევა კარიერული წარმატებისთვის?

პირველ რიგში, მიაქციონ ყურადღება იმას, რომ სადაც ადვილია და პოპულურულია სწავლა იქით არ წავიდნენ. ადვილი სწავლა ნიშნავს, რომ ნაკლები კვალიფიკაცია გაქვს. არ ეგონოთ, რომ სტუდენტობით ყველაფერი დამთავრდება და ჩაბარების შემდეგ  ყველაფერი მორჩება. პირიქით, ახლა იწყება ყველაფერი. მესამე არის ის, რომ ძალიან ბევრ პროექტში ჩაერთოს უნივერსიტეტში და იყოს ძალიან აქტიური თუ სურს რომ წარმატებას მიაღწიოს საბოლოოდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები