LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ სოლოღაშვილის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

5
57750952_381535402572131_4700834833524326400_n

რადიო „ფორტუნას ეთერში გრძელდება ნია მოძმანაშვილის საავტორო მუსიკალური პროექტი „რას უსმენენ ცნობილები“, რომელიც  საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებაზე უყვება მსმენელს. ამჯერად გადაცემას  მსახიობი და ტელეწამყვანი არჩილ სოლოღაშვილი ესტუმრა. როგორია მისი რჩეული შვიდი სიმღერა და რა მოგონებები აკავშირებს თითოეულ მათგანთან, ამას გადაცემიდან შეიტყობთ.

მეშვიდე ადგილზე მინდა წარმოგიდგინოთ ირაკლი ჩარკვიანის ,,საქართველო“. მახსოვს, უბედნიერესი ვიყავი, როცა ჩემმა ძმამ სახლში მოიტანა მისი პირველი ალბომი. არ ვიცი, 12-13 წლის ასაკში, რატომ მომეწონა ეს სიმღერა, მაგრამ ამაყი ვიყავი, რომ მისი პირველი ალბომი მქონდა კასეტაზე (იღიმის).

მეექვსე ადგილი – 90-იან წლებში მახსოვს იყო სერიალების ბუმი და იმ პერიოდში შემიყვარდა ბრაზილიური მუსიკაც. კარგი ცხოვრება, ფუფუნება, კომფორტი, პრინციპში ყველაფერი იყო, რასაც ჩვენ იმ წლებში მოკლებული ვიყავით. ამიტომაც ვგიჟდებოდი და ძალიან მიყვარდა სუზანა ვიეირა(იცინის).  დღესაც მისი მიმდევარი ვარ ინსტაგრამზე და ეს სიმღერაც იმ პერიოდიდან არის.

მეხუთე ადგილზე მინდა შემოგთავაზოთ სიმღერა კინოფილმიდან ,,ლამაზმანი”. მაშინ ჯულია რობერტსი პირველად ვნახე და შოკში ჩავვარდი, ისე მომეწონა.  როდესაც რიჩარდ გირს ოპერაში მიყავს ჯულია,მაშინ ჟღერს ეს არაჩვეულებრივი სიმღერა.

მეოთხე ადგილი – პედრო ალმადოვარი არის ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული კინორეჟისორი, რომლის ფილმებიც ვიღაცისთვის მიუღებელია ვიღაცისთვის მისაღები, მაგრამ ჩემთვის ყოველი კადრი თითქოს ფოტოკადრია, იმდენად მაღალი გემოვნებით აქვს შერჩეული. შესაბამისად მეოთხე ადგილზე გთავაზობთ სიმღერას მისი ერთ-ერთი ფილმიდან, რომელიც ძალიან მიყვარს.

https://www.youtube.com/watch?v=YUWyUE6kqoU

მესამე ადგილი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, როცა მე და ნუცა დავოჯახდით. მესამე ადგილზე მინდა შემოგთავაზოთ ის სიმღერა, რომელიც ჟღერდა მაშინ, როცა ნუცა პირველად დავინახე საქორწინო კაბაში. ამდენი მგონი არასდროს მიტირია…

მეორე ადგილზეა ჩემი და ნუცას საყვარელი სიმღერა. ერთხელ ვთხოვე ნუცას, გაეკეთებინა ჩემთვის  კარგი ნაკრები, რომელსაც ხშირად მოვუსმენდი. ეს არის მეისი გრეის ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც ძალიან მიყვარს და მე და ნუცას სიყვარულს უკავშირდება(იღიმის).

პირველ ადგილზე კი წარმოგიდგენთ  ჩემს ბოლო შეყვარებულ სიმღერას (იღიმის), რომელსაც  ლედი გაგა და ბრედლი კუპერი ასრულებს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები