LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა მავნე ლაზერული ეპილაცია – სილამაზის აკადემია

17
animaisuradze

გადაცემის ლაივი

არის თუ არა მავნე ლაზერული ეპილაცია – ამ თემაზე გადაცემაში ,,სილამაზის აკადემია“ ლაზეროთერაპევტმა ანი მაისურაძემ ისაუბრა.

არის თუ არა მავნე ლაზერული ეპილაცია?

ეს არის უსაფრთხო პროცედურა, რომელიც გამოიყენება თმის მოსაცილებლად. ლაზერის სხივი მოქმედებს ფოლეკულზე, თმის ღერში არსებილ პიგმენტ-მელანინზე. მათი შეჯახების შედეგად ხდება სითბოს წარმოქმნა, არ ხდება კანქვეშა უჯრედების დაზიანება. ლაზერული ეპილაცია არ იწვევს ონკოდაავადებებს, მაგრამ უკუჩვენებაში წერია, რომ ლაზერული ეპილაცია არ არის რეკომენდებული ონკოპაციენტებისთვის, ასევე ლაქტანციისა და ორსულობის დროს.

რა ასაკიდან შეიძლება ეპილაციის გაკეთება?

16 წლიდან, როცა ორგანიზმი ჩამოყალიბებულია. მენსტრუალური ციკლიდან მინიმუმ ერთი წელი უნდა იყოს გასული.

რაც შეეხება რუჯს, რუჯამდე რამდენი ხნით ადრე უნდა გაკეთდეს ლაზერული ეპილაცია?

რუჯის მიღებამდე ლაზერული ეპილაცია უნდა გაკეთდეს 3 კვირით ადრე და რუჯის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ. ვინაიდან სხვა შემთვევაში გარუჯულ კანზე ეპილაციის გაკეთების დროს კანი იწვება. ჩვენ ყოველთვის ვეკიტხბეით, თი რამდენი ხანი გავიდა რუჟის მიღებიდან, თუმცა არის შემთხვეები რომ არ გვეუბნებიან რეალურ დროს და ეპილაციის შემდეგ კანი ეწვით.

ლაზერს გამაგრილებელი სისტემა მოყვება და ნაკლებად იგრძნობა. თუმცა არსებობს ლაზერები, რომლებსაც არ აქვს მგრძობელობა, არ ვიცი აქვთ თუ არა ეფექტი, თუმცა ჩემი ზოგადად ლაზერს მგრძნობელობა უნდა ჰქონდეს.

რა სეზონზე არის სასურველი პროცედურის დაწყება?

უნდა დაიწყონ შემოდგომიდან, იმისთვის რომ შედეგი დაინახონ და განიკურნონ თმისგან. თავიდან ერთ თვიანი შუალედით იკეთონ, შემდეგ შუალედი იზრდება. ზოგადად 6-დან 10 პროცედურამდე საჭიროა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები