LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა „შილაკი“ მავნე ჯანმრთელობისთვის – სილამაზის აკადემია

88
nino-elizbarashvili-silamazis-akademia

გადაცემის ლაივი LIVE

რა სიხშირით უნდა გაიკეთოთ “შილაკი” და არის თუ არა „შილაკი“ მავნე ჯანმრთელობისთვის – გადაცემის „სილამაზის აკადემია“ სტუმარია მანიკურის სპეციალისტი ნინო ელიზბარაშვილი.

როგორ კეთდება გელლაკი, ეგრეთ წოდებული “შილაკი”?

სუფთავდება ნუნები, მანიკური კეთდება სველი წესით ან აპარატით. შემდეგ ვაკეთებთ “შილაკს”.  “შილაკი”2-3 კვირის განმავლობაში ძლებს ფრჩხილზე. 3 კვირის შემდეგ ფრჩხილი საკმაოდ რძელია, ხშირად ტყდება, რადგან ყველა ფრჩხილი ვერ უძლებს სიგრძეს, შესაბამისად 3 კვირის შემდეგ “შილაკი”უნდა მოისხნათ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ის უნდა მოხსნას სპეციალისტმა, რათა ფრჩხილი არ დაზიანდეს.

გასაშრობი აპარატი არ არის მავნე და არ აზიანებს ფრჩილებს.  გარდა ამისა, ორსულობის პერიოდშიც არ არის საშიში “შილაკის” გაკეთება. თუმცა ზოგიერ შემთხვევაში შილაკს ორგანიზმი ვერ იღებს ორსულობის საწყის ეტაპზე. “შიკალის” დროს ნუნა მალე არ იზრდება, ეს აპარატის ულტრაიისფერი სხივების დამსახურებაა.

როგორ უნდა მოვუაროთ ფრჩხილებს, როცა იქერცლება ზედაპირი?

ასეთ დროს გელლაკი ძალიან კარგად მოქმედებს, რადგან ფრჩხილი მაგრდება. ზოგადად, როცა ფრჩხილი იქერცლება, ეს ვიტამინების ნაკლებობას უკავშირდება. არის ბევრი ძველი მეთოდი, რომელსაც იყენებდნენ ჩვენი წინაპრები ფრჩხილის მოვლისთვის, მაგალითად, ლიმონის წვენი გლიცერინთან ერთად, ზღვის მარილის აბაზანები, ასევე ჩვეულებრივი მარილიანი წყალი, ეს მეთოდები ფრჩხილის გამაგრებას უწობს ხელს და ანტიფაქტერიული თვალსაზრისითაც კარგია.

როგორ მოვუაროთ გრძელ ფრხჩილს?

გრძელი ფრჩხილის შემთხვევაში ნამდვილად საჭიროა მოვლა. არსებობს პატარა ჯაგრისები, რომლითაც შესაძლებელია გამოისუფთაოთ ფრხილის ქვედა ნაწილი. ეს ეხება არა მარტო მანდილოსნებს, არამედ მამაკაცებსაც, ვინაიდან ფრჩხილის ჰიგიენა მათთვისაც აუცილებელია.

რაც შეეხება პედიკურს, რა სიხშირით უნდა გაკეთდეს?

პედიკური სამ კვირაში ან თვეში ერთხელ უნდა გაიკეთოთ. ეს აუცილებელია ჰიგიენისთვის. როდესაც ბანაობთ, გარკვეული ნალექი გროვდება ფრჩილი გარშემო და ნუნებზე, რისი მოშორებაც აუცილებელია. არსებობს პრობლემური, ჩაბრუნებული ფრჩხილები. ზაფხულის განმავლობაში ფეხი არის ძირითადად ღია ფეხსაცმელში, თუმცა შემოდგომიდან გადაინაცვლებს დახურულ ფეხსაცმელში, რაც ბუნებრივია ფრჩხილებზეც აისახება, განსაკუთრებით თუ მოჭერილი ფეხსაცმელი გაცვიათ. ფრჩხილის ჩაბრუნება თავიდან რომ აიცილოთ, ამისთვის არსებობს “ფრჩხილის ბრეკეტი”, ბრეკეტის ტარებას დაახლოებით 2 თვე სჭირდება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები