LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არტ-FM“-ში კომპოზიტორ თამაზ ჯორბენაძის 50 წლის წინ შექმნილი სიმღერის „მოლოდინი“ ახლებური ვერსიის პრემიერა შედგა

24
jorbenadze-tofuria-art-fm

გადაცემის ლაივი LIVE

25 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ თეო ჯორბენაძე, ნუცა თოფურია და სალომე ნარიშელაშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც ცნობილი კომპოზიტორის თამაზ ჯორბენაძის 50 წლის წინ შექმნილი სიმღერის „მოლოდინი“ ახლებური ვერსია წარმოადგინეს.

– ქალბატონო სალომე, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის სიმღერა „მოლოდინი“?

– პირველ რიგში, ძალიან მიხარია, რომ ჩვენი საამაყო კომპოზიტორს, ბატონ თამაზ ჯორბენაძეს და მის შემოქმედებას ვიხსენებთ, რადგან ბრწყინვალე მუისკოსი და საოცრად მორიდებული, თავმდაბალი ადამიანი იყო. არაჩვეულებრივი სიმღერა პირველად 1970 წელს შევასრულე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად საკავშირო კონკურსზე „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს“. ძალიან მინდოდა ბატონი თამაზის იმედების გამართლება და სიმღერის ღირსეულად წარდგენა კონკურსზე, რომელსაც ვაჟა აზარაშვილი თავჯდომარეობდა. საბედნიეროდ, თვითონ ბატონი თამაზი დამეხმარა, ისე ზუსტად გადმომცა სიმღერის არსი, რომ მისი ცუდად შესრულება უბრალოდ შეუძლებელი იყო.

– თეო, თქვენ როგორ გაიხსენებთ მამას ნამუშევრის პირველ საჯარო შესრულებას?

– სამწუხაროდ, ფირის მოძიება კონკურსის ჩანაწერით შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩემთვის წარმოდგენაც კი, ამაღელვებელია, რადგან ქალბატონი სალომე მხოლოდ 17 წლის იყო როცა სიმღერა შეასრულა და იმ პერიოდში ძალიან პრესტჟული კონკურსის გამარჯვებული გახდა. სხვათაშორის, მამა ქუთაისში სტუმრობდა და სწორედ იქ გადიოდნენ რეპეტიციას.

– ქალბატონო სალომე, როგორ მოგწონთ სიმღერის ახალი ვერსია?

– ძალიან მომეწონა სიმღერა ახალგაზრდა მუსიკოსების შესრულებით და დარწმუნებული ვარ, მსმენელიც სწრაფად შეიყვარებს.

 

– თეო, უამრავი მუსიკოსი ირჩევს ბატონ თამაზის სიმღერებს საკუთარი რეპერტუარის გასამდიდრებლად…

– რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როცა მამას ნამუშევრებს ასრულებენ, თუმცა გული მტკივა, რომ ძალიან ახალგაზრდა, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერთობლივ პროექტზე ვმუშაობდით და ნოტების გამოცემას ვგეგმავდით, თუმცა არ დაგვცალდა. საკუთარ მოვალეობად ჩავთვალე მამის ჩანაფიქრის განხორციელება და იმედი მაქვს მეგობრების – ცნობილი მუსიკოსების დახმარებით შევძლებ ერთგვარი არქივის გაკეთებას და მოკლე ვიდეოების ფორმით სოციალურ ქსელში გავრცელებას.

– ნუცა, რამდენად მოულოდნელი იყო, როცა თეომ სიმღერის შესრულება შემოგთავაზათ?

– სულ სხვა საქმეზე ვსტუმრობდი თეოს და მოულოდნელად, ჯერ თვითონ დაუკრა სიმღერა, მერე მე შემომთავაზა ახალი ვერსიის გაკეთება, რაც ძალიან მოულოდნელი, თუმცა საოცრად სასიამოვნო აღმოჩნდა.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები