LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ავერსის” სააფთიაქო ქსელის საზაფხულო შემოთავაზებები – რა უპირატესაობას გვანიჭებს მტრედი-ბარათი

6

გადაცემის ლაივი LIVE

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

29 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“, სიახლეებითა და საზაფხულო აქციებით „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლალი ბრეგვაძე და მარკეტინგის დირექტორი ქეთი მელაძე სტუმრობდნენ.

– ქალბატონო ლალი, ზაფხულის დადგომასთან ერთად, „ავერსი“ როგორც ყოველთვის, ახლაც უამრავ სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს. რამდენიმე დღეში „მტრედი-ბარათის“ გათამაშება შედგება და ძალიან ცოტა დრო დარჩა ქულების დასაგროვებლად. კარგი იქნება, თუ კიდევ ერთხელ შეგვახსენებთ, რა უპირატესაობას გვანიჭებს მტრედი-ბარათი?

– „მტრედი-ბარათი“ არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველა მომხმარებლის საყვარელი პროდუქტია, რადაგნ უამრავ ბენეფიტს გვთავაზობს. გათამაშება ძალიან მალე – 20 ივლისს გაიმართება, ამიტომ მართლაც ცოტა დროა დარჩენილი საჭირო ქულების დასაგროვებლად და არაჩვეულებრივი პრიზების, მათ შორის 10 ათასი, 25 ათასი და 50 ათასი ლარის მოსაგებად. ფულადი პრიზების გათამაშება მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტეთ, რათა გამარჯვებულს  თავად გადაეწყვიტა, თუ რისი შეძენა სურს. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, როცა ჩვენს სააფთიაქო ქსელში ფასდაკლების დღეა, „მტრედი-ბარათის“ მფობელები დამატებითი 25%-იანი ფასდაკლებითაც სარგებლობენ, კვირის სხვა დღეებში კი, ფასდაკლება რეცეპტორულ მედიკამენტებზე ვრცელდება.

– უამრავი გათამაშება მოაწყვეთ და უამრავი ადამიანი გაახარეთ საჩუქრებით. საინტერესოა, საერთო ჯამში რამდენმა ადამაინმა მიიღო პრიზი ან რა თანხა გაიცა?

– ყოველი გათამაშების საპრიზო ფონდი 125 ათას ლარს შეადგენს, ასე რომ, ყოველთვის  სოლიდურ თანხას გავცემთ. გარდა ამისა, გვქონდა მომენტალური პრიზების აქცია, როცა აფთიაქში ვასაჩუქრებდით გამარჯვებულებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ყველა პრიზიორს ინდივიდუალურად ვხვდებით და მცირე სიუჟეტსაც ვამზადებთ, თუ რაში დახარჯეს მოგებული თანხა. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ გათამაშებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, რადგან მხოლოდ 10 ივლისამდე შეიძლება ქულების დაგროვება და გათამაშების ბილეთების მიღება, თავად გათამაშება კი, 20 ივლისს შედგება რუსთავი 2-ის ეთერში.

– ქალბატონო ქეთი, რა ახალ პროდუქტს  შესთავაზს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მომხმარებელს წლევანდელ ზაფხულის სეზონზე? 

– „ავერსი“ ყოველთვის ფეხდაფეხ მიჰყვება მომხმარებილის მოთხოვნილებებს, ამიტომ, მუდმივად გვაქვს სეზონური ფასდაკლება. წელს, საკმაოდ ცხელი ზაფხულის გათვალისწინებით, როცა ძალიან აქტუალურია ვენების პრობლემები, მომხმარებელს საოცრად ეფექტურ სამკურნალო საშუალებებზე ვთავაზობთ ყოველდღიურ ფასდაკლებას. გარდა ამისა, ზოგიერთ პროდუქტზე, მათ შორის არაჩვეულებრივ „ფლებილზე“ სპეციალური აქცია გვაქვს და მათ, ვინც ერთ შეფუთვას შეიძენს, მეორეს საჩუქრად მიიღებს, მნიშვნელოვანი ფასდაკლება გვაქვს პრეპარატ „ვენენ გელზეც“. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ მომხამარებელზე და წელსაც მაქსიმალურად ვეცდებით შევუმსუბუქოთ სეზონური პრობლემები.

– საინტერესოა, რამდენ ხანს გაგრძელდება სეზონური ფასდაკლების აქცია?

– სავარაუდოდ, მეტად ცხელი ზაფხული  გველის, ამიტომ აქცია აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

– მედიკამენტების პარალელურად, „ავერსის“ სააფთიქო ქსელში ყოველთვის თავისუფლად შეიძლება მაღალი ხარისხის სამკურნალო კოსმეტიკის და ჰიგიენური საშუალებების შეძენა. საინტერესოა, ამ მიმართულებით რას სთავაზობთ მომხმარებელს?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ აქციები და ფასდაკლება ივნისის თვეშიც გვქონდა როცა „იტალიური ივნისი“ გამოვაცხადეთ და მსურველებს ცნობილი ბრენდების არაჩვეულებრივი კოსმეტიკა შევთავაზეთ, ივლისიდან აგვისტოს ბოლომდე კი, თითქმის ყველა ევროპულ ბრენდზე გვექნება სეზონური ფასდაკლება.

– „ავერსის“ აქციები არასდროს იფარგლება ფასდაკლებით. რამდენადაც ვიცი, მორიგი სიახლე გაქვთ და ამჯერად, მსურველებს ფიტნეს კლუბის მომსახურებას სთავაზობთ ფასდაკლებით,

– ჩვენს აქციებში ყოველთვის სიამოვნებით ერთვებიან ჩვენი კლინიკები, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ პირველი ივლისიდანაც ერთობლივ აქციას ვგეგმავთ და ის ვინც, 50 ლარის ღირებულების ჰიგიენურ საშუალებებს შეიძენს, „ავერსის“ სარეაბილიტაციო ცენტრში ფიტნეს კლუბის 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერსაც მიიღებს, რომლითაც მთელი ივლისი ისარგებლებს.

– ზაფხულის სეზონის გათვალისწინებით, მზისგან დამცავი ან რუჯის მისაღებ საშუალებებზე ხომ არ გეგმავთ სპეციალურ აქციას?

– ინტენსიურად ვმუშაობთ დამცავი ნაკრების სერიის შექმნაზე, რომელშიც ყველა იმ საშუალებას გავაერთიანებთ, რაც ზღვაზე დამსვენებელს სჭირდება, აქციას კი, სავარაუდოდ, ივლისის მეორე ნახევარში გამოვაცხადებთ.

– რამდენადაც ვიცი, შეიცვალა „ავერსის“ ბრენდირება და ახლა, კომპანია ახალი ლოგოთია წარმოდგენილი. გეგმავთ თუ არა გაფართოვებას და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას?

– რა თქმა უნდა, ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ახლა თამამად შეგვიძლია შევპირდეთ მომხმარებელს, რომ 2018 წლის ბოლოს ჯერ თბილისელებს გავახარებთ მოდერნიზირებული მაღაზიებით, მერე კი, საქართველოს ყველა რეგიონში განვაახლებთ ჩვენს აფთიაქებს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები