LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა გამარტივდა: ბაზარზე პირველი ქართული ლაივ ავტო აუქციონი გამოჩნდა

20
121678902-2641787202741729-8730003772335163040-o

საქართველოში ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა გამარტივდა. ბაზარზე პირველი ლაივ ავტო აუქციონი – LION AUTO AUQTION გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ავტომობილის როგორც შეძენაში, ისე გაყიდვაში ეხმარება და უზოგავს დროს.

LION AUTO AUQTION-ის საქმიანობის შესახებ „ბიზნესნიუსის“ ეთერში კომპანიის დირექტორმა გიორგი შალამბერიძემ და მარკეტინგის მენეჯერმა ანანო ეზიეშვილმა ისაუბრეს.

– როგორ და როდის გაჩნდა იდეა, რომ საქართველოში გაკეთებულიყო პირველი ქართული ლაივ ავტო აუქციონი?

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ LION AUTO AUQTION არის LION GROUP-ის ერთ-ერთი პროექტი, ჩვენ საქართველოში გვიცნობენ, როგორც Lion trans-ს: ეს არის ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც აშშ-დან უწევს ტრანსპორტირებას ავტომობილებს საქართველოში, უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

2 წლის წინ ჩავატარეთ კვლევა, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ ბაზარზე არსებობდა მოთხოვნა გზაში ავტომობილის ყიდვასა და დროის შემცირებაზე. მოგეხსენებათ, სხვა ქვეყნებიდან ავტომობილის ჩამოყვანა დროში იწელება, ამასთან საცალო მომხმარებლებს უჭირდათ გზიდან ავტომობილების ყიდვა, რადგან რისკებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე შეიქმნა პროექტი LION AUTO AUQTION, რომლის მეშვეობითაც, მათ კომპანიის სახელით შევთავაზეთ ავტომობილები. მანქანის ჩამოსვლაზე პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი კომპანია, თქვენ ზუსტად იცით რას ყიდულობთ და როდის მიიღებთ პროდუქტს.

– რას მოიცავს „ლაიონ ავტო აუქციონის“ საქმიანობა?

პროექტს მივეცით აუქციონის სახე, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ჩვენთან იყიდოს 3 პროდუქტი, ესენია:

გზაში მყოფი ავტომობილი – ასეთი ავტომობილი ნაყიდია ამერიკაში სხვადასხვა აუქციონის სახით. ეს პროდუქტი გვაძლევს საშუალებას, დრო შევამციროთ 2 თვიდან 10 დღემდე. თუ თქვენ აქამდე გიწევდათ აუქციონის მოგებიდან ავტომობილის ჩამოსვლამდე დიდხანს ლოდინი, ამჯერად, თქვენ ზუსტად იცით, რამდენ ხანში იქნება ავტომობილი თქვენს საკუთრებაში.

წეროვანის ავტოპარკი – ადგილზე გვყავს ავტომობილები, რომლებსაც უტარდება დეტალური შემოწმება, სურათდება და ეძლევა ჩვენი გარანტია. ამის შემდეგ, მომხმარებელს საშუალება აქვს, ავტომობილი შეიძინოს, როგორც აუქციონის წესით, ასევე წეროვანში, ადგილზე მისვლით და „ბაი ნაუ პრინციპით“.

გარე მანქანები – ამ პროდუქტით თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, შეიძინოთ საქართველოში არსებული ნებისმიერი ავტომობილი.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ყიდვის გარდა, შესაძლებლობას ვაძლევთ მოხმარებელს, გაყიდოს საკუთარი ავტომობილი. მაგალითად, თუ თქვენ ყიდით ავტომობილს, ერთი უბრალო ზარით უამრავი მომსახურების მიღება შეგიძლიათ სრულიად უფასოდ. გეყოლებათ თქვენი საკუთარი მენეჯერი, რომელიც დაზოგავს თქვენს დროს. ჩვენ მოვალთ თქვენთვის სასურველ ადგილზე და თქვენს ავტომობილს უფასოდ დავასურათებთ. დამუშავებული ფოტოები აიტვირთება სხვადასხვა ვებპლატფორმაზე, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ჩვენ გვაქვს წვდომა 5 ქვეყნის 3500 დილერთან. ამასთან, შეგეძლებათ ავტომობილი წეროვანის დაცულ ავტოპარკში მოიყვანოთ და აქუციონის წესით გაყიდოთ.

– რამდენად დიდია აუქციონში ჩართულობა ქართული საზოგადოების მხრიდან?

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი აუქციონი რეკლამდება საქართველოს ფარგლებს გარეთ და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც, გამოხმაურება ძალიან დიდია. ყველაზე მეტი მომხმარებელი, ამ ეტაპზე, გვყავს საქართველოდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან. როდესაც ავტომობილს ჩვენი მეშვეობით ყიდით, თქვენ ის შეგიძლიათ გაყიდოთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. რაც მთავარია, ავტომობილის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ასევე ჩვენი კომპანია Lion trans.

– რა უპირატესობები აქვს ლაივ ავტო აუქციონზე ავტომობილის შეძენას?

მთავარი უპირატესობა – თქვენ გაქვთ გარანტია, რომ ავტომობილს მიიღებთ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობითაც ყიდულობთ.

ავტოპარკი – თქვენ გაძლევთ სრულ ინფორმაციას ავტომობილის შესახებ: სავალი ნაწილი, ძრავი, თუნუქი, გადაცემათა კოლოფი, გარე ვიზუალი. რამდენად ხარისხიანად არის შესრულებული ავტომობილის სერვისი და საერთოდ აქვს თუ არა, რაიმე ჩარევა.

გარე მანქანები – თქვენ აძლევთ შეკვეთას ჩვენი გაყიდვების მენეჯერს, რომელიც თქვენ მაგივრად ახდენს თქვენი სასურველი ავტომობილის მოძიებას და გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, თავისი სრული ისტორიით. ეს არის ინფორმაცია, რაც თქვენ შეიძლება დამოუკიდებლად ვერ მოიძიოთ. ნებისმიერ ავტომობილზე გადაღებულია დეტალური ფოტოები და აქვს მითითებული ინფორმაცია, იმისთვის, რომ თქვენ ზუსტად იცოდეთ წინასწარ, რა დაზიანება აქვს ავტომობილს. სწორედ აქედან გამომდინარე, თქვენ ზუსტად იცით, რას ყიდულობთ.

– როგორ უნდა დაგიკავშირდნენ, ან ჩაერთონ თქვენს აუქციონში მანქანის ყიდვის და ასევე, გაყიდვის მსურველები?

ყიდვის მსურველები მარტივად გადიან რეგისტრაციას ჩვენს ვებგვერდზე: lionauctions.сom- ზე, რათა შეიძინონ სასურველი ავტომობილი აუქციონის წესით. გაყიდვის მსურველებს კი უბრალოდ, ჩვენთან ერთი ზარით შეუძლიათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია.

– რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომობილი რომ ლაივ ავტო აუქციონზე განთავსდეს?

განთავსება შეუძლიათ ნებისმიერი ავტომობილის, მაგრამ რეკომენდებულია მაქსიმალურად მოწესრიგებული ავტომობილის წარმოდგენა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვაფასებთ ავტომობილის როგორც კარგ, ასევე ცუდ მდგომარეობას, რადგან სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ მოხმარებელს. ჩვენ ვიცავთ ორივე მხარის ინტერესს, როგორც გამყიდველის, ასევე მყიდველის. შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებააა, მომხმარებელმა იცოდეს ყველა საჭირო დეტალი ავტომობილის შესახებ.

– პანდემიამ ყველა ტიპის ბიზნესზე ნეგატიური გავლენა იქონია… რა ხდება თქვენს შემთხვევაში?

პანდემიის გამო, ჩვენმა პროექტმა ჩაშვება დააგვიანა: უნდა დაწყებულიყო 2020 წლის თებერვალში, მაგრამ გადაიწია სექტემბრისთვის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში მოგვეცა საშუალება, ზუსტად შეგვესწავლა მომხმარებლის ქცევა და სრულიად გაგვემართა ონლაინ პლატფორმა აუქციონის სახით.

– რამდენ ადამიანს ასაქმებთ ამ დროისთვის და როგორია სამომავლო გეგმები?

დასაწყისისთვის ვიყავით 5 ადამიანი, დღეს გვყავს 25 თანამშრომელი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროექტი საქართველოსთვის ინოვაციურიაა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შევქმნათ სხვადასხვა აპლიკაციები თუ პროექტები, რომლებიც დაეხმარება ხალხს თვითდასაქმებაში. გვაქვს სამომავლო პროექტები, რომლის დახმარებითაც შევძლებთ ნებისმიერი მსურველის დასაქმებას.

-ვინ არიან ამჟამად თქვენი გუნდის წევრები?

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ის დაკომპლექტებულია ექსპერტებით, შემფასებლებით, დამსურათებლებით, გაყიდვების მენეჯერებით – დღე ასეთი დიდი გუნდით ვართ წარმოდგენილები და სამომავლოდ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები