LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ღამის მარათონი – ქველმოქმედება და მეტი ტურისტი საქართველოში

7

ბიზნესნიუსის სტუმრები – სალომე შარვაძე და ირაკლი კობიძე

  • როგორც ცნობილია, 21 აპრილს დაგეგმილია უპრეცედენტო გარბენი ღამის ბათუმში, გვითხარით, რით არის ის უპრეცედენტო, გამორჩეული და რა არის მარათონის მიზანი
  • სალომე: არასდროს ყოფილა მსგავსი ტიპის, მასშტაბური, საერთაშორისო მარათონი. ორგანიზატორი სასტუმრო „მარინა კოლიზეუმია“. რა თქმა უნდა, ბათუმის მერია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მხარს გვიჭერს. ეს ტარდება სეზონამდე 1 თვით ადრე, ეს მთელ რეგიონს დაეხმარება ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით
  • ირაკლი: ჯერ ვიტყვი, რომ ღამის მარათონი იმითაც არის უპრეცედენტო, რომ ის ღამით იმართება. თავად მარათონი 4 კომპონენტს მოიცავს, 21 კმ-იანი, 10 კმ-იანი და საბავშვო გარბენები. ეს დაეხმარება აჭარაში ტურიზმის განვითარებას, ეს არის საქართველოს ბრენდი, რომ ბათუმში ასეთი ღონისძიება იმართება
  • რაც შეეხება ჯილდოებს, რა ფულად პრიზებს მიიღებენ მონაწილეები
  • სალომე: მარშრუტი ისეა დაგეგმილი, რომ სირბილის დროს უდიდეს სიამოვნებას მიიღებენ მონაწილეები, რაც შეეხება ჯილდოს, „მარინა კოლიზეუმმა“ დააწესა პირველი ადგილისთვის 2000-2000 ევრო ქალისა და მამაკაცისთვის, მეორე ადგილზე- 1500 ევრო, მესამეზე კი- 1000 ევრო. გარდა ამისა, ბევრი კომპანია გამოგვეხმაურა და მათ მიერაც არის დაწესებული არაერთი ჯილდო
  • ვის როგორ და რა პირობებით შერუძლია მარათნში მონაწილეობის მიღება, ასაკი თუ არის განსაზღვრული
  • ირაკლი: ნებისმიერს შეუძლია მონაწილეობის მიღება, თუმცა კილომეტრების მიხედვით ასაკი განსაზღვრულია. 21 კმ-ის შემთხვევაში 16 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი, 10 კმ-ზე ნებისმიერი ასაკიდან, ხოლო საბავშვო გარბენზე- ყველა თინეიჯერს
  • სალომე: მედალს და სერტიფიკატს ყველა მიიღებს, ბავშვების რეგისტრაცია უფასოა. ეს უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების წესი, თუნდაც ერთი ნაბიჯით შეგვიძლია დავეხმაროთ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს, რომ მათი ინტეგრირება მოხდეს საზოგადოებაში. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ვისაც ამის საშაულება აქვს, რომ მონაწილეობა მიიღონ. რაც შეხება მოზრდილებს, 20 და 40 ლარი ღირს რეგიტრაცია კილომეტრის მიხედვით. რეგიტრაცია 19, 20, 21 ადგილზეც შეუძლიათ
  • კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ და მსმენელს შევახსენოთ, მიზანი, რატომ გაჩნდა იდეა, რეგისტრაციის ვადები და ა. შ.
  • ირაკლი: მარათონის ჩატარების იდეა „კოლიზეუმ მარინას“ გაუჩნდა. საერთოდ ნებისმიერი ტურისტული ქალაქის როცა მასპინძლობს ხოლმე ასეთ ღონისძიებას, რომლის მიზანი არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების პრპოპაგანდა, არამედ ქველმოქმედებაა, მნიშვნელოვანია. მე მინდა სპორტსმენებსაც მოვუწოდო, რომ მონაწილეობა მიიღონ. ეს არის უნიკალური ტრასა
  • სალომე: დავამატებ იმას, რომ ჩვენ გავხდით ოფიციალურად საერთაშორისო მარათონის წევრები, მსოფლიოში ვინც კი არის მორბენალი, ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია, ბევრ სტუმარს ველოდებით უცხოეთიდან, თბილისიდან. ასევე შეუძლიათ კომპანიებს 10 და 15 კაციანი ჯგუფები შექმნან და მონაწილეობა მიიღონ
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები