LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბიას” რეკომენდაცია სახელმწიფოს-რა რჩევებს აძლევენ სპეციალისტები მთავრობას ეკონომიკური გარემოს გასაუმჯობესებლად

„ბიას“ონლაინკატალოგის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია 24 500 ფუნქციონირებადი კომპანია, თუმცა მონაცემები ყოველთვიურად იცვლება და ფუნქციონირებადი კომპანიების რაოდენობაც www.bia.ge-ზე ზრდადია.

როგორც „ფორტუნას“ „ბიადან“ აცნობეს, რეგიონალური განაწილების მიხედვით, ტოპ სამი რეგიონი გამოიყოფა:

  • თბილისი -15862 კომპანია – მოქმედი კომპანიების 65%
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 2577 კომპანია – მოქმედი კომპანიების 11%
  • იმერეთი – 1767 კომპანია – მოქმედი კომპანიების 7%

დანარჩენი რეგიონების გადანაწილება შემდეგნაირია:

  • ქვემო ქართლი – 943 კომპანია
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი 846 კომპანია
  • კახეთი 841 კომპანია
  • შიდა ქართლი 651 კომპანია
  • სამცხე ჯავახეთი – 335კომპანია
  • მცხეთა-მთიანეთი 325 კომპანია
  • გურია – 237 კომპანია
  • რაჭა ლეჩხუმი -ქვემო სვანეთი 103 კომპანია

რაც შეეხება მსხვილი კომპანიების გადანაწილებას:

  • თბილისი – 1004 კომპანია
  • აჭარა- 116
  • სამეგრელო–ზემო სვანეთი – 55
  • ქვემო ქართლი – 51
  • იმერეთი – 46
  • კახეთი – 24
  • შიდა ქართლი – 19
  • მცხეთა-მთიანეთი 14
  • სამცხე ჯავახეთი – 12
  • გურია – 6
  • რაჭა ლეჩხუმი -ქვემო სვანეთი – 1

როგორც გადაცემა „ბიზნესკურიერში“ „ბიას“ წარმომადგენელმა ნუცა ჩხეიძემ განაცხადა, საქართველოს მასშტაბით, კომპანიების რეგიონალური გადანაწილება საკმაოდ არაპროპორციულია, თუმცა მსგავსი შედეგები მოსალოდნელია. ჩხეიძის თქმით, კომპანიების რაოდენობა პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის რაოდენობასთან, მოსახლეობის მსყიდველობით უნარსა და რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალთან ბიზნესის განვითარების კუთხით. სწორედ ამ ფაქტორებით არის განპირობებული კომპანიათა მეტი წილის გადანაწილება 3 რეგიონში. ეს რეგიონებია: თბილისი, აჭარა და იმერეთი. მოქმედი კომპანიების 65% სწორედ თბილისში მოქმედებს.

„ბიაში“ ამბობენ, რომ აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან რეგიონალური განვითარების სტრატეგიების შემუშავება, რომელიც გაააუმჯობესებს რეგიონში ეკონომიკურ გარემოს, რადგან სტაბილური ეკონომიკური გარემო კომპანიების რაოდენობის  ზრდის პირდაპირპროპორციულია.