LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიუთი მედი“ ფართოვდება – რას სთავაზობს კლინიკა მომხმარებლებს – სილამაზის აკადემია

13
anaamashukeli

გადაცემის ლაივი LIVE

ქართულ ბაზარზე ცოტა ხნის წინ ახალი კლინიკა „ბიუთი მედი“ გამოჩნდა, რომელიც მცირე დროში მოთხოვნადი გახდა და მომხმარებლების ნდობა მოიპოვა. რა მომსახურებებს სთავაზობს კლინიკა მომხარებლებს – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ „ბიუთი მედის“ პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა ამაშუკელმა ისაუბრა.

როდის გაიხსნა კლინიკა?

კლინიკა “ბიუთი მედი”, თბილისში ხუთი თვის წინ გაიხსნა. ჩვენთან მომსახურების სხვადასხვა სპექტრია, მათ შორის: ესთეტიკა, ამბულატორია და რეაბილიტაცია. კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურითა და მაღალი კვალიფიციის, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპეციალისტებით.

ესთეტიკური მიმართულებით „ბიუთი მედი“ შემდეგ მომსახურებებს სთავაზობს მომხარებელს: ლაზერული ეპილაცია, ბოტულინო თერაპია, შემავსებელი ფილერი, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, პლაზმოლიფტინგი, ლაენეკ თერაპია, სახის აპარატურული ღრმა და ზედაპირული წმენდა, პერმანენტული მაკიაჟი, ასევე უოპერაციო ლიპოსაქცია: კრიოლიპოლიზი, კავიტაცია და პრესოთერაპია, სარელაქსაციო და გასახდომი მასაჟები.

რას გულისხმობს ლაენეკ თერაპია?

„ბიუთი მედის“ აქვს ერთ-ერთი სუპერ თანამედროვე და ინოვაციური პროდუქტი ლაენეკ თერაპია, რომელიც იაპონიაშია შექმნილი და არის პლაცენტარული პრეპარატი, რომელსაც მრავალი შესაძლებლობა გააჩნია, გამოიყენება როგორც ესთეტიკურ მედიცინაში, ასევე სხვადასხვა სამკურნალო თერაპიაშიც, მათ შორის ერთ-ერთი პრეპარატია, რომელიც კოვიდ – 19 -ის დროს იქნა გამოყენებული.

ასევე, კლინიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება არის გასახდომი, კომპლექსური კურსი, სადაც ფიზიოეთერაპევტი კონსულტაციის საფუძველზე ინდივიდუალურად უდგენს პაციენტს გეგმას. სანამ პაციენტი დაიწყებს კურს, ხდება სრული გამოკვლევები, ულტრასონოგრაფიის საშუალებით და შემდეგ პაციენტი გადის კონსულტაციას ენდოკრინოლოგთან, ყველაფრის მწყობრში მოყვანის შემდგომ კი პაციენტი იწყებს უოპერაციო ლიპოსაქციის პროცესს. (https://www.facebook.com/Beauty.Medi.Georgia/videos/273412197199353/ )


რეაბილიტაციის მიმართულებით რა მომსახურებები გააჩნია კლინიკას?

ესენია: მანუალური თერაპია, დარტყმით ტალღური თერაპია, ტრაქციული თერაპია, მიოსტიმულაცია, ელექტრო ფორეზი და ფონო ფორეზი.

კლინიკას ჰყავს მოწვეული უცხოელი მანუალური თერაპევტი, რომლის პროფესიონალიზმმა საკმაოდ სწრაფად მიიქცია მომხარებლის ყურადღება და ყოველდღიურად ათობით ადამიანი სტუმრობს მანუალურ თერაპევტს, რომელიც აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: თიაქარი, ნევრალგია, სქოლიოზი, დისკის ამოვარდნა, მარილების ჩაგროვება, წნევები, თავის ტკივილები, ხელების დაბუჟება.

რამდენად ხელმისაწვდომია თქვენთან ვიზიტი?

გადავწყვიტეთ, განსხვავებული ვყოფილიყავით სხვა ესთეტიკური მედიცინის ცენტრებისგან, ამიტომ კლინიკაში დავნერგეთ კულტურა, სანამ ჩვენს პაციენტს არ გამოვიკვლევთ, არ ვუტარებთ გარკვეული სახის პროცედურებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პროვოცირება.

გვინდა ჩვენი კლინიკა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, ამიტომაც ადამიანები, რომლებიც არიან არასრულწლოვნები, სოცდაუცველები და პენსიონერები, იღებენ სრულ მომსახურებაზე 20%-იან ფასდაკლებას.

კომპანია მალე ფართოვდება და თბილისში ვამატებთ ერთ ფილიალს, ასევე ქუთაისში ვხსნით ახალ ფილიალს.

გარდა ამისა, „ბიუთი მედიმ“ დაიმატა სასწავლო აკადემია, სადაც ადამიანებს ვაძლევთ შანსს შეისწავლონ და დაეუფლონ ახალ პროფესიას, ლაზერული ეპილაციისა და პერმანენტული მაკიაჟის განხრით. კლინიკის მენეჯმენტმა მაქსიმალურად მოარგო სწავლის საფასური ისე, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო და აძლევს თითოეულ წარმატებულ აპლიკანტს იმის საშუალებას, რომ გახდეს „ბიუთი მედის“ გუნდის წევრი და დასაქმდეს ჩვენთან.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ფოტოები

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები