LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნეს პროცესების მართვა ხვალ – FM ქოუჩი

14
ninogorgadze2012

ბიზნეს პროცესების მართვა ხვალ – ამ თემაზე ტრენერმა ნინო გორგაძემ გადაცემაში „FM ქოუჩი“ ისაუბრა.

რა არის ბიზნეს პროცესების მართვა?

ნებისმიერი ორგანიზაციაში მიმდინარეობს ორი ტიპის პროცესები: ოპერაციული და პროექტული. ოპერაციები არის განმეორაბადი თასქები, პროექტები კი დროში შეზღუდული აქტივობაა კონკრეტული შედეგის მიღების მიზნით, რომელიც ხელს უწყობს სტრატეგიული მიზნების მიღწევას, შესაბამისად ორგანიზაციულ ჭრილში, მათი განხილვა და განვითარება/ოპერირება არ შეიძლება განცალკევებულად.

ბიზნეს პროცესების მართვა გულისხმობს კომპანიის შიდა ოპერაციების ან სამუშაო პროცესების მართვას ანდა გადაკეთებას. ესაა მუდმივი პროცესები, რათა უზრუნველყოფილ იქნას კომპანიის პროცესები ეფექტურად მუშაობა, კომპანიის მიზნების მისაღწევად.

ABPMP -ის მიხედვით “ბიზნეს პროცესების მართვა (BPM) არის დისციპლინირებული მიდგომა ავტომატიზირებული და არაავტომატიზირებული ბიზნეს პროცესების იდენტიფიცირების, დიზაინის, შესრულების, დოკუმენტირების, გაზომვის, მონიტორინგისა და კონტროლის, რათა მივაღწიოთ ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებს.

ABPMP ინტერნატიონალ მიიჩნევს, რომ ბიზნეს პროცესების მენეჯმენტის პროფესიონალად ჩამოყალიბება არის უწყვეტი გზა და არა დანიშნულების ადგილი.

რას მოიცავს ბიზნეს პროცესების მართვა?

• პროცესის მოდელირებას
• პროცესის ანალიზს
• პროცესის დიზაინს
• პროცესის შესრულების მართვას
• პროცესის ტრანსფორმაციას

ზემოაღნიშნული კომპონენტები განიხილება ორგანიზაციულ და ტექნოლოგიურ ჭრილში.

ბიზნეს პროცესების მართვა ხვალ

ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია ვცხოვრობთ VUჩA (ვოლატილიტყ, უნცერტაინტყ, ცომპლეხიტყ, ანდ ამბიგუიტყ – არასტაბილურობა, გაურკვევლობა, კომპლექსურობა და ბუნდოვანება) სამყაროში. ჩOVID 19 პანდემიამ და მის შემდგომმა მოსალოდნელმა პერიოდმა მიიღო სახელწოდება „ნეწ ნორმალ“ ანუ „ახალი სამყარო“, რომელმაც VUჩA სამყარო კიდევ უფრო გაამძაფრა. მსოფლიო პრაქტიკოსები და მკვლევარები მოიაზრებენ რომ „ძველი დრო“ აღარ დაბრუნდება ისეთივე სახით, როგორიც იყო.

კომპანიების უმეტესობისთვის, ჩOVID-19 კრიზისზე დაუყოვნებელი რეაგირება იყო საზღვრების გამყარება, დამოკიდებულების შემცირება და პოზიციების შენარჩუნება, ბიზნესის განვითარების საწინააღმდეგოდ, რამაც გამოიწვია პრობლემები ადამიანების, პროცესებისა და ტექნოლოგიების კუთხით. უმეტესობამ მხოლოდ მოკლევადიანი ტრანსფორმაციის ინიციატივები გამოიყენა და უგულებელყო, პროცესების გრძელვადიანი და მდგრადი ცვლილებები, თუმცა დიდი ნაწილი მიხვდა, რომ შეუქცევად პროცესთან ქონდა საქმე და არა დროებით კრიზისთან.

კოვიდ-19 და მისი შემდგომი „ახალი სამყარო“ მოითხოვს ტრადიციული მართვის ცვლილებას. „ახალ სამყაროში“ ადაპტაციისთვის და ზრდისთვის საყურადღებოა შემდეგი საკითხები:

პროცესის ორკესტრირება – ზედა დონეზე პროცესების ახლებური ხედვა და მართვა, რეალური შედეგების მიღწევისთვის; პროცესების დროული განახლება, ახალი ბიზნესის მიმართულებების მხარდასაჭერად.
პროცესის არქიტექტურა – აუცილებელია პროცესის დამოკიდებულებისა და სხვა ბიზნეს პროცესებთან კორელაციის კარგად გააზრება ღირებულების ჯაჭვში – განახლებული მიდგომით.
• ადამიანების ურთიერთობების მართვა (HIM) – კრიტიკულია სოციალური დისტანცირებისთვის (დისტანცირებული მუშაობის) სამყაროში; კომპანიებმა აქტიურაად უნდა გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგიები და გადახედონ გუნდის სტრუქტურას და გააუმჯობესონ მათი კომუნიკაცია და ციფრული უნარები.
პროცესების და სამუშაოების ციფრული ტრანსფორმაცია – რათა პროცესების და სამუსაოების მართვა იყოს შესაძლებელი სწრაფად და დისტანციურად.
• კომპანიის მოქნილობის ზრდა.


IBM -ის კვლევის მიხედვით, გლობალურად კომპანიებმა ფოკუსირება მოახდინეს ციფრულ ტრანსფორმაციაზე, გამოკითხული კომპანიების 59% (3500 კომპანია, 22 სფეროდან) განახორციელა ანდა დააჩქარა თავისი ციფრული ტრანსფორმაცია. ციფრული ტრანსფორმაციის შედეგად კომპანიებს სურთ შემდეგი პრობლემების გადაჭრა:
– მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესება – ფიზიკური კონტაქტი ონლაინ კონტაქტმა შეცვალა, გაიზარდა ონლაინ გაყიდვების წილი, და 4-დან 3 ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ პანდემიის შემდგომ მომხმარებლის ქცევა დარჩება შეცვლილი (არ დაუბრუნდება ძველ მდგომარეობას).
– პროცესების დისტანციური მართვა – პროცესებსი ავტომატიზაციის ხარჯზე
– სამუშაო პროცესების დისტანციურად (რიმოუთ ვორკი) აწყობა და მართვა
ამგვარად, „ახალი სამყარო“ მთლიანად ფოკუსირებული იქება მომხმარებელთან შეცვლილ ინტერაქტიაზე, მუშაობის ციფრულ სისტემაზე და პროცესების/სამუშაოების ავტომატიზაციაზე და გაციფრულებაზე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები