LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ფინანსთა მინისტრის შენიშვნას პასუხობს

6
ლევანი

ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ივანე მაჭავარიანის განცხადებას ეხმაურება. ლევან კალანდაძის თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატს ყველა პრობლემურ საკითხზე კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაცია აქვს.

კალანდაძე ამბობს, რომ ისინი ყველა პრობლემურ საკითხს ერთად გადიან, წინადადებებს აყალიბებენ და მათ ლობირებასაც ადმინისტრაციულ ორგანოებთან საკუთარ თავზე იღებენ.

“არ ვთვლი, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატმა დააკლო ძალისხმევა“, – აცხადებს კალანდაძე. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რაც ბიზნესს წნეხად და განვითარების გზაზე ბარიერად არ შეექმნება.

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ  ბიზნესომბუდსმენმა “ოქროს სიის” შეღავათების გაუქმების თემაზე ბიზნესის ინფორმირებისთვის არაჯეროვანი სამუშაო გასწია.

 

ის, რომ ორი წლის წინ რეკომენდაციების სახით იყო აღნიშნული გათანაბრების საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესს უნდა სცოდნოდა კონკრეტული ვადა, როდის მოხდებოდა ეს ცვლილება” – განაცხადა კალანდაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები