LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩვენი ფესტივალი არა მხოლოდ მელომანებს, მუსიკოსებსაც ძალიან გაახარებს” – მუსიკოსები „ზაფხულის ღამის ჯაზის“ დეტალებით „არტ-FM“-ში

6
zazamarjanishviliartfm

გადაცემის ლაივი LIVE

29 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მუსიკოსები ზაზა მარჯანიშვილი, ბუკა კარტოზია და მაია ბარათაშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც ახალ ფესტივალზე „ზაფხულის ღამის ჯაზი“ ისაუბრეს.

– ზაზა, რა განასხვავებს ფესტივალს „ზაფხულის ღამის ჯაზი“ სხვა ფესტივალებისგან?

– ვფიქრობ, ჩვენი ფესტივალი არა მხოლოდ მელომანებს, მუსიკოსებსაც ძალიან გაახარებს, რადგან 50-მდე მონაწილეს ერთის მხრივ, მძიმე პერიოოდში მინიმალური თანხის გამომუშავების საშუალება მიეცემა, მეორეს მხრივ, საყვარელ საქმეს დაუბრუნდება და თავს საჭიროდ იგრძნობს. სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ხელოვნებამ მეორე პლანზე გადაინაცვლა, არადა სწორედ ჩვენი შემოქმედებით გაგვიცნო მსოფლიომ. სხვათაშორის, სლოგანი – „ეს ჩემი ფესტივალია!“ ზუსტად ერგება ჩვენს ჩანაფიქრს, რადგან ღონისძიება  მუსიკოსებისთვის და პირველ რიგში ახლგაზრდა შემოქმედებისთვის ეწყობა.

–  მაია, თქვენთვის რას ნიშნავს ფესტივალი, რომელიც მხოლოდ ჯაზ-მუსიკას მიეძღვნება?

– ფესტივალი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის მნიშვნელოვანია, ვინც მთელი ცხოვრება ჯაზს მიუძღვნა. მიხარია, რომ უამრავი მუსიკოსი შეიკრიბება, რადგან ქართველებს ყოველთვის გვიჭირდა გაერთიანება, ამგვარი მუსიკალური ერთობა კი, მართლაც დასაფასებელია. ვფიქრობ, ფესტივალი ნებისმიერი გემოვნების მელომანს დააკმაყოფილებს, რადგან მუსიკოსები მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებენ პუბლიკას. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ მე მერგო ფესტივალის გახსნის პატივი, რისთვისაც ძალიან ვემადლიერები მის ორგანიზატორებს.

– ბუკა, თქვენ როგორ შეხვდით მსგავსი ფესტივალის გამართვის იდეას?

– ჩემი აზრით, ძალიან დროული წამოწყებაა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზაზას და მარინას. ძალიან საჭირო ღონისძიებაა, რომელიც ერთნაირად სჭირდებათ როგორც მუსიკოსებს, ისე მელომანებს.

– ზაზა, რამდენად შეაფერხა პანდემიამ თქვენი სამომავლო გეგმები?

– რა თქმა უნდა, მძიმე პერიოდი გამოვიარეთ, თუმცა პანდემიას თავისი დადებითიც ჰქონდა, რადგან ერთის მხრივ, ფასეულობების გადაფასება შევძელით, მეორეს მხრივ კი, ახალ პროექტებზე დვიწყეთ ფიქრი. პირადად მე გრანდიოზული პროექტი ჩავიფიქრე, რომელსაც სავარაუდოდ 2-3 თვეში განვახორციელებ.

– თქვენი აზრით, რამდენად პოპულარულია ჯაზი საქართველოში?

– ჯაზი ყოველთვის იჩაგრებოდა სხვა მუსიკალური მიმდინარეობების ფონზე და მსმენელიც  ნაკლებად ჰყავდა. თუმცა საქართველოში ბევრად ცუდი ტენდენცია შევამჩნიე, საზოგადოების დიდი ნაწილი უგემოვნო, დაბალი ხარისხის პროდუქციით, თუნდაც სერიალებით ინტერესდება, ცნობილი მუსიკოსების, მსახიობების ან მწერლების სახელებს კი, მხოლოდ იმიტომ იმახსოვრებს, რომ მერე თავი მოიწონოს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები