LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს საღამოზე ყველას ექნება სცენასთან თავმოყრის და ემოციების სრულად გამოხატვის საშუალება” – სოფო ბათილაშვილი სოლოკონცერტისთვის ემზადება

5
sofo-batilashviliartfmnew19

გადაცემის ლაივი LIVE

28 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემამ „არტ-FM“  კომპანიის „ბრავო რეკორდსი“ დამუძნებელს ზაზა შენგელიას და მუსიკოსს სოფო ბათილაშვილს უმასპინძლა, რომელთაც ახალ ალბომზე „პერიფრაზი“ და 28 ივნისს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრეს.

– სოფო, ატიურად ხართ ჩაბმული შემოქმედებით საქმიანობაში და სულ ცოტა ხნის წინ ალბომი ჩაწერეთ. საინტერესოა, რა სიმღერები გააერთიანა ახალმა ნაკრებმა?

– „პერიფრაზი“ პროექტის „მხოლოდ ქართული“ ერთგვარი გააგრძელებაა, ამიტომ, სწორედ კონკურში შესრულებულ სიმღერებს მოვუყარე თავი, თუმცა განსხვავებული ვერსიით ჩავწერე.

– ბატონო ზაზა, რატომ გადაწყვიტეთ სოფოსთან თანამშრომლობა?

– სოფო ძალიან განსხვავდება ნებისმიერი სხვა კონკურსის გამარჯვებულისგან, რადგან  მართლაც საოცრად ნიჭიერი შემომქმედია ინდივიდუალური საშემსრულებლო მანერით და აბსოლუტურად განსხვავებული სტილით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ სოფოსთან თანამშრომლობა და იმ მასშტაბური პროექტის გაკეთება, რომელიც პიარ-კამპანიით დაიწყო, პრომოუშენით გაგრძელდება და 28 ივნისს სპორტის სასახლეში გრანდიოზული საპრეზენტაციო კონცერტით დასრულდება. მართალია, სოფო პირველად მუშაობს სტუდიაში, მაგრამ ძალიან მონდომებულია და მასთან თანამშრომლობაც უსაზღვროდ საინტერესოა. აბსოლუტურად სპონტანურად შეიქმნა „მხოლოდ ქართულის“ ფარგლებში შესრულებული ცნობილი ჰიტების ახალი და აბსოლუტურად განსხავებული ვერსიები, რაც  მსმენელისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ვფიქრობ, სწორედ სოფო და მისი პროექტი უნდა გახდეს სხვა ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის სტიმული, რათა თამამად მიიღონ მონაწილეობა კონკურსებში და სრულად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

– სოფო, ვინ მიიღებს თქვენს კონცერტში მონაწილეობას?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ძალიან მინდოდა, ფეხზე დასადგომი ადგილების მოწყობა, რადგან თვითონ ყოველთვის ბევრს ვმოძრაობ, ვცეკვავ და ვმღერი ნებისმიერ კონცერტზე. ასე რომ, ჩვენს საღამოზეც ყველას ექნება სცენასთან თავმოყრის და ემოციების სრულად გამოხატვის საშუალება. აუცილებლად შევასრულებ დუეტს ზვიად ბოლქვაძესთან, მის ბედთან „ნიუტონი“ ერთად და რამდენიმე არაჩვეულებრივ მუსიკოსსაც ვუმასპინძლებ.

– რა შეგძინათ პროექტმა „მხოლოდ ქართული“?

– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროექტმა აბსოლუტურად ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა მომცა, რომელიც სრულადაა დატვირთული მუსიკით და იმ შემოქმედებითი იდეებით, რომელთა განხორციელებაზე ბავშვობიდან ვოცნებობ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები