LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

COVID19-მა სასოფლო-სამეურნეო და ელექტრო ხელსაწყოებზე მოთხოვნა გაზარდა – ხალხი სოფელს უბრუნდება

4
101668773-2763606510540253-8100297204880637952-o

COVID19-მა სასოფლო სამეურნეო და ელექტრო ხელსაწყოებზე მოთხოვნა გაზარდა, ვინაიდან, სულ უფრო მეტი ადამიანი დაუბრუნდა სოფელს და დაიწყო მიწის დამუშავება – ამის შესახებ „ბიზნენიუსის“ ეთერში კომპანია „ბაუმას“ გაყიდვების მენეჯერმა, მერაბ ჭრელაშვილმა ისაუბრა. ცნობისთვის, „ბაუმა“ ცნობილი ბრენდების- „ჰიუნდაის“ და „ეგოს“ ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სწორედ სასოფლო- სამეურნეო და ელექტრო ხელსაწყოებს.

-თუ გაეცანით სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც ხელისუფლებამ წარადგინა და თქვენი აზრით, რამდენად დაეხმარება ეს გეგმა ამ დარგს და ფერმერებს?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი დახმარება, რომელსაც ხელისუფლება თავისი ინიციატივით იჩენს, აუცილებლად სასიკეთოდ წაადგება ფერმერებს. რაც შეეხება თავად გეგმას, ვფიქრობ, ის ადეკვატურია არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში და მგონია, რომ რაღაც შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ფერმერებსაც დადებითი მოლოდინები აქვთ….

-პანდემიამ გავლენა იქონია გლობალურ ეკონომიკაზე და სულიად ბიზნესზე მთელ სამყაროში, თქვენ რა პრობლემები შეგიქმნათ COVID19-მა?

ყველაზე რთული სიტუაცია შეიქმნა მაშინ, როდესაც პანდემიის გამო, ყველა ეკონომიკური საქმიანობა გაჩერდა და ყველაფერი ჩაიკეტა. გაგვიჩერდა რეალიზაცია, ხალხს სჭირდებოდა პროდუქცია, რომელსაც ვერ ვაწვდიდით. საბედნიეროდ, ცოტა მოგვიანებით, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და ეტაპობრივად მუშაობის განახლების შესაძლებლობა მოგვეცა – ჯერ ონლაინ გაყიდვები განვაახლეთ, შემდეგ უკვე ადგილზე რეალიზაცია.

-როდიდან გამოჩნდა „ბაუმა“ ქართულ ბაზარზე და რას მოიცავს მისი საქმიანობა?

ჩვენ ბაზარზე ვართ 2016 წლიდან. რაც შეეხება საქმიანობას, დღეს ჩვენი მამოძრავებელი მიმართულება არის სოფლის მეურნეობის წვრილი ტექნიკა. გვაქვს 100-ობით დასახელების პროდუქტი, ფაქტობრივად, სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულებას მოვიცავთ. ჩვენი მომხმარებლები არიან არა დიდი ფერმერები, არამედ რიგითი მოქალაქეები, რომლებიც თავიანთი პირადი მოხმარებისთვის იძენენ ჩვენს პროდუქციას.

-სად ხდება „ბაუმას“ პროდუქციის რეალიზაცია?

ჩვენ ვართ წარმოდგენილი სრულიად საქართველოს მასშტაბით, გვაქვს 5 ფილიალი – ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში 2 ფილიალი. იგეგმება კიდევ ერთი ფილიალის გახსნა, დედაქალაქის საკვანძო ადგილზე. ამასთან, ჩვენი პროდუქციის დისტრიბუცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ამ ეტაპზე ჩვენს ქსელში 15 ადამიანი მუშაობას, ახალი ფილიალის გახსნის შემდეგ კი – მათი რაოდენობა გაიზრდება.

-რომელი ქვეყნებიდან ხდება ამ პროდუქციის იმპორტი?

საქონელი, ძირითადად, შემოგვაქვს ჩინეთიდან, გვყავს მომწოდებლები თურქეთშიც. ახლა უკვე დავიწყებთ პროდუქციის შემოტანას იტალიიდანაც, ანუ, ევროპული ხარისხის პროდუქციც შემოვა ჩვენს ქსელში. იტალიური ცნობილი ბრენდის წარმომადგნელები ვხდებით საქართველოში. ასე რომ, ვაფართოებთ პარტნიორი ქვეყნების რაოდენობას…

ბაზარზე თუ გყავთ კონკურენტები და რითი გამოირჩევით მათგან?

ჩვენს სფეროში კონკურენცია ძალიან მაღალია, თუმცა, ვფიქრობ კონკურენტებისგან გამოვირჩევით პირველ რიგში- ხარისხით. როგორც იცით, ვართ მსოფლიო ბრენდების წარმომადგენლები საქართველოში და ხარისხს ვანიჭებთ უდიდეს მნიშვნელობას არა მარტო პროდუქციაში, არამედ – მომსახურებაშიც.

რამდენად მაღალია საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოებზე მოთხოვნა?

მოთხოვნა ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდია, მითუმეტეს კორონავირუსის პერიოდში, მოსახლეობა სოფლისკენ გადავიდა ეტაპობრივად, დაიწყეს მიწების დამუშავება. ქალაქის გარშემოც კი ვისაც პატარა მიწები ჰქონდა, დაიწყეს მათი ათვისება. ამიტომ, ჩვენს პროდუქციას მოთხოვნა დღითი-დღე იზრდება და ჩვენც ეტაპობრივად ვამრავალფეროვნებთ პროდუქციის ასორტიმენტს და ვზრდით მათ რაოდენობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები