LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამოკიდებულება თუ ხელფასი – როგორ უნდა მოექცეთ თანამშრომლებს – FM ქოუჩი

10
alex-chiqovani

გადაცემის ლაივი LIVE

თანამშრომელი კომპანიისა თუ ორგანიზაციის სახეა, რომელიც წარმოაჩენს ბრენდს. რა უნდა იცოდეს  მენეჯმენტმა თანამშრომლებთან ურთიერთობის კუთხით – გადაცემის „FM ქოუჩი“ სტუმარია ტრენერი ალექსი ჩიქოვანი.

როგორ უნდა მოექცეს მენეჯმენტი თანაშრომლებს?

ეს საკმაოდ აქტუალური საკითხია. ამ კუთხით მდგომარეობა რთულია მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც კი, ეს საკითხი მსოფლიო ბრენდების წინაშე დგას და მიმდინარეობს მუშაობა. მე ვარ ლექტორი, მაქვს შეხება სტუდენტებთან, რომლებიც წინა თაობისგან განსხვავებით მორჩილები არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათაც სჭირდება ფული, გართობა და ა.შ. თუ გარემო და დამოკიდებულება მათთვის არაა მისაღები, ისინი ამას აპროტესტებენ. ადრე თუ ლექტორი ითვლებოდა ზე-კაცად, ახლა უკვე ლექტორი და სტუდენტი თანასწორები გახდნენ. თანამედროვე თაობა მეამბოხეა, მათ კარგად იციან თავისუფლების ფასი და მიუღებელ გარემოში სამუშაოდ არ გაჩერდებიან. ჩვენთან დასაქმებასთან დაკაშირებით არის პრობლემები და „არ გინდა წადი“- მიდგომა საკმაოდ მძიმე შედეგებს იწვევს, რომელზეც არ ფიქრობს მენეჯმენტი.

ქართულ ბაზარზე რა ვითარებაა?

ადამიანური რესურსების მართვის თვალსაზრისით ცოდნა გაზრდილია, ჩვენ გვყავს მაღალი დონის სპეცილისტები, ულტრათანამედროვე საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები იმართება. კომპანიებმა დაიწყეს ცალკე კომუნიკაციის კეთება, რათა მოიზიდონ პროფესიონალი თანამშრომლები. უნდა გვახსოვდეს, რომ ვერანაირ კამპანიას ვერ გააკეთებ, თუ გაცნობიერებული არ გაქვს, რომ შენი მთავარი აქტივი არის ადამიანი. ნებისმიერი ბრენდის უკან დგანან სწორედ ადამიანები, თანამშრომლები. სერვის ბრენდინგში მნიშვნელოვანია ადამიანი, ვინაიდან მომსახურება არამატერიალურია. ვინც გიწევს ამ მომსახურებას, ის არის შენთვის ბრენდის წარმომადგენელი. თუ ამ ადამიანებს არ ეპყრობიან სათანადოდ, ეს იწვევს ცუდ შედეგებს. რიჩარდ ბრენსონი ამბობდა: „პირველი არ არის მომხმარებელი, პირველია ჩემი თანამშრომელი, მე თუ ჩემს თანამშრომლებს მოვუვლი, ისინი მოუვლიან ჩემს მომხმარებელს“.

დამოკიდებულება თუ ხელფასი?

უამრავი ქვეყნის კვლევა ადასტურებს, რომ ფულადი ნაწილი არც პირველ და არც მეორე ადგილზე არაა. დაახლოებით ასეთი წყობაა: დამოკიდებულება და მოპყრობა, დელეგირება, სამოტივაციო სისტემები. ახალ თაობას სურს იცოდეს, რას ემსახურება, რა მიზნისთვის მუშაობს. მე შევხდი Apple-ს თანამშრომლებს, ისინი სიამაყით აცხადებენ, სად მუშაობენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თანაშრომლების  აღიარება, ბოლო ადგილს იკავებს ხელფასი. მოძებნე ნიჭიერი კაცი და თუ საჭირო გახდება შენზე მეტი ხელფასიც გადაუხადეო, ნათქვამია და თუ ეს ადამიანი გიკეთებს მნიშვნელოვან საქმეებს, რატომაც არ უნდა დააფასო?… 21 საუკუნეში არაფრის სწავლა არაა პრობლემა, ქარიზმის მქონე ადამიანის პოვნა კი მარტივი ნამდვილად არ არის, ამიტომ მიდგომა „შეუცვლელი კადრი არ არსებობს“ – არასწორია. მაგალითად, სტივ ჯობსის დაფუძნებული კომპანია ისევ მუშაობს, თუმცა ჯობსის შეცვლა ვერ მოხერხდა. ყველა დონეზე არსებობენ შეუცვლელი ადამიანები.

გახსოვდეთ, რომ შიდა კომუნიკაცია არის უმნიშვნელოვანესი, ამის გარეშე წარმოუდგენელია კორპორატიული კულტურის შექმნა, რომლის მიხედვითაც თანამშრომლები მოქმედებენ. ყველაზე კარგი სტრატეგია შეიძლება დაღუპოს ცუდმა აღსრულებამ, ამიტომ მნიშვნელოვანია თანამშრომლების დაფასება.

ადამიანმა სამუშაო გარემოში თავი უნდა იგრძნოს კომფორტულად და თუ აქვს დისკომფორტი ეს მენეჯმენტის პრობლემაა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები