LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დავკარგე საყვარელი ადამიანი” – ნინი შერმადინი გადაცემაში „არტ-FM“

5
ნინი-შერმადინი-6

გადაცემის ლაივი LIVE

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მომღერალი ნინი შერმადინი სტუმრობდა ამერიკიდან, რომელმაც საკუთარ ცხოვრებასა და შეერთებულ შტატებში არსებულ მძიმე სიტუაციაზე ისაუბრა.

– ნინი, როგორ შეეგუეთ თვითიზოლაციას?

– ჩემთვის ნაკლებად შესამჩნევი აღმოჩნდა თვითიზოლაცია, რადგან მთელ დღეებს სამსახურში ვატარებდი. ამერიკის ბანკში ვმუშაობ და საგანგებო სიტუაციას მომიწია  მორგება. საკმაოდ რთული აღმოჩნდა შეზღუდვების მიღება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, მით უფრო, რომ ყოველთვის ცოცხალ ნიუ-იორკში ყველაფერი გაჩერდა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ყოველდღიურ ცხოვრებას. მიხარია, რომ საქართველოში ბევრად სტაბილური სიტუაციია, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას და პირველ რიგში ქართველ მედიკოსებს.

– რამდენად სერიოზულია ის საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო ამერიკაში?

– დემონსტრაციები თითქმის ყოველდღე იმართება, მოსახლეობა რასიზმს და შავკანიანთა ჩაგვრას აპროტესტებს. სიტუაცია მართლაც ძალიან მძიმეა და არც დასასრული უჩანს.

– თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში რა სიახლეებია?

– მუსიკაზე ახლა ნაკლებად ვფიქრობ, რადგან ამისთვის არც დროა, არც შესაფერისი განწყობა. უამრავი ადამიანი იმსხვერპლა ეპიდემიამ, მეც დავკარგე საყვარელი ადამიანი, მამა,  ამიტომ ნაკლებად მაქვს მუსიკის კეთების ხალისი. იმედია, სამყარო მალე დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მთავარია ოპტიმიზმი შევინარჩუნოთ და მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება გადარჩენა.

https://www.facebook.com/266131756744994/videos/275081233913820

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები