LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევაში ცვლილებებია

4
insurance

მომავალი წლიდან დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევა, შესაძლოა, იურიდიულ პირებსაც შეეხოთ. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფიზიკურ პირებს უკვე 1 წელია სპეციალური სახელმწიფო ფონდი აზღვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ბანკი გაკოტრდა, მეანაბრეს ზარალი 5000 ლარამდე თანხით აუნაზღაურდება.

ფონდის ხელმძღვანელის-ოთარ ძიძიკაშვილის ინფორმაციით, 2019 წლიდან ფონდში ყოველთვიური შენატანები 15 მილიონ ლარს გადააჭარბებს. ის ამბობს, რომ მიმდინარე წელს ერთი სადაზღვევო შემთხვევა უკვე ჰქონდათ, როდესაც აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი გავიდა საქართველოდან. ფონდმა მომსახურე ბანკი – კონკრეტულად ლიბერთი შეარჩია , შესაბამისად, მოქალაქეებს შეუძლიათ ამ ბანკის საშუალებით მიიღონ კუთვნილი თანხები.

ძიძიკაშვილის თქმით,  საქართველოში სერიოზული რისკები მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში არ არსებობს, თუმცა ამ სისტემის არსებობა მაინც მნიშვნელოვანია, რადგან მისი თქმით, არავინ იცის,  გრძელვადიან პერიოდში რა მოხდება.

ფონდის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ახლა 5000 ლარიანი ზღვრისთვის დაწესებული საკომისიოების შეცვლა არ იგეგმება, რაც შეეხება ზღვარს, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. დეტალები სავარაუდოდ, 2019 წლის ზაფხულისთვის გახდება ცმობილი.

შეგახსენებთ,რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა,რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის იანვარში ამოქმედდა,ამ დროისთვის მსოფლიოს 114-მდე ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებს.

რაც შეეხება უახლეს მონაცემებს, მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 23 067 610 686 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 12 192 417 040 ლარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები