LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დგას თუ არა მსოფლიო სავალუტო ომების რისკის ქვეშ ?

11
Currency-War-China-vs-US

ანალიტიკოსების ინფორმაციით, ნავთობის ფასზე რამდენიმე მთავარი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორისაა: ამერიკაში ნავთობის მოპოვების ზრდა, თუმცა როგორც ექსპერტი დავით წიქარიძე „ბიზნესკურიერთან“ საუბარში აცხადებს, მოპოვებას ინფრასტრუქტურა აფერხებს. წიქარიძის თქმით,  ამჟამად პორტების მოდერნიზაცია მიმდინარეობს, რაც მოწოდებას მომავალში კიდევ უფრო გაზრდის. ანალიტიკოსი ხაზს უსვამს „ოპეკის“ ქვეყნების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს და ასევე ვენესუელის ნავთობის საკითხსაც. დავით წიქარიძე განმარტავს, რომ ვენესეულას მისი მიყიდვა რუსეთსა და ჩინეთში გაუჭირდება, რადგან იქაური ნავთობი მძიმეა და როგორც ექსპერტი ამბობს, მას სპეციალური ხსნარები სჭირდება, ნავთობსადენში გაიაროს.

რაც შეეხება გლობალური ეკონომიკური კრიზისის მოლოდინებს, ანალიტიკოსის პროგნოზით, ეს კრიზისი გარდავალია, თუმცა რამდენად მძაფრი იქნება, ეს არავინ იცის. „ქვეყნები ცდილობენ მეტ-ნაკლებად ნორმალურად დახვდნენ ამ კრიზისს, ამის მექანიზმი კი ისაა, რომ ყველა წამყვანი ეკონომიკა სავალუტო პოლიტიკის შერბილებას ცდილობს. ეს ნიშნავს, რომ სავალუტო ომები ისევ დღის წესრიგში დგება“-აცხადებს წიქარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები