LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიეტა სისხლის ჯგუფების მიხედვით – ადრენალინი

43
rsz-1we-should-all-know-these-7-things-about-our-blood-type-5a60852dee0aa-5a6085a304cdd

დიეტოლოგებმა სისხლის ჯგუფის შესაბამისად კვების ისეთი რეჟიმი შეიმუშავეს, რომლითაც 3 – 5 ზედმეტი კილოგრამის თავიდან მოშორებას აღგვითქვამენ.

სისხლის პირველი ჯგუფის მატარებელი ადამიანებისთვის დაშვებულია: ხორცი ( ღორის ხორცის გარდა), თევზი და ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული და ხილი (გარდა მჟავეებისა), ანანასი, შეზღუდული რაოდენობით ჭვავის პური, მწვანე და ბალახის ჩაი. შეზღუდეთ ბურღულეული წიწიბურას გარდა. მოერიდეთ შაქარს, კომბოსტოს, ხორბალს და მის ყველა ნაწარმს, სიმინდს და მის ნაწარმს, ციტრუსებს, ნაყინს, მარინადებს, კეტჩუპს, ყავას, ძლიერ ალკოჰოლს.

სისხლის მეორე ჯგუფისთვის დაშვებულია: ბოსტნეული, ბურღულეული, პარკოსნები, ყავა, მწვანე ჩაი, წითელი ღვინო. სტაფილოს, ანანასის, გრეიპფრუტის, ალუბლის წვენები. ხილი (გარდა ფორთოხლის, მანდარინის, ბანანის, ქოქოსის, ანანასისა), თევზი (ზღვის პროდუქტების, ქაშაყის, ხიზილალის გარდა). შეზღუდეთ რძის პროდუქტები. მოერიდეთ შავ ჩაის, ხორცს (დასაშვებია ცოტაოდენი ქათმის ან ინდაურის ხორცი), ხორბლის ნაწარმს, წიწაკას, ნაყინს, შაქარს, სიმინდისა და მიწისთხილის კარაქს.

ადამიანები რომლებიც მესამე ჯგუფის სისხლს ატარებენ, აღნიშნული დიეტის წყალობით შეძლებენ მიიღონ: ხორცი (იხვის და ქათმის ხორცის გამოკლებით), თევზი, რძის ნაწარმი, კვერცხი, ბურღულეული (გარდა მანისა და ხორბლისა), პარკოსნები, ბოსტნეულ;ი (გარდა სიმინდის, პომიდვრის, გოგრისა და ზეთისხილისა), ხილი (ქოქოსისა და რევანდის გარდა), მწვანე და ბალახის ჩაი. უნდა შეზღუდონ ფორთოხლის წვენი, ლუდი, ღვინო, ყავა, შავი ჩაი. მოერიდეთ ზღვის პროდუქტებს (მოლუსკებს, კიბორჩხალებს, კრევეტებს), სიმინდს, პომიდორსა და ტომატის წვენს, გაზიან სასმელებს.

და ბოლოს, სისხლის მეოთხე ჯგუფია მატარებელი ადამიანებისთვის დაშვებულია: ხორცი (ცხვრის, კურდღლის, ინდაურის გარდა),თევზი ზღვის პროდუქტების გარდა, რძის ნაწარმი, ზეითუნის ზეთი, არაქისი, ნიგოზი, ბურღულეული (გარდა წიწიბურასი და სიმინდისა), ბოსტნეული გარდა წიწაკისა და შავი ზეთისხილისა), ხილი (მჟავეს და მკვახეს გარდა), ყავა, მწვანე და ბალახის ჩაი.შეზღუდეთ ლუდი და ღვინო. ერიდეთ პარკოსნებს, წითელ ხორცს, შაშხსა და ბეკონს, მზესუმზირასა და ხორბალს. გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ მოწოდებული დიეტით სარგებლობა შეუძლიათ ადამიანებს, რომელთაც მძიმე დაავადებები არ აწუხებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები