LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დონა გრუპი“ – სამშენებლო სექტორს 1-2 წელი დასჭირდება, რომ პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს

4
100545173-3799737260097064-2572726912572981248-n

“მივესალმები სახელმწიფოს მხარდაჭერას, რაც სუბსიდირების პროგრამას მოიცავს, თუმცა, მე როგორც რიგითი მოქალაქე და ამ სექტორში დასაქმებული ადამიანი, ვისურვებდი, რომ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზე იყო ეს პროგრამა გათვლილი“, – ამის შესახებ „ბიზნესნიუსის“ ეთერში სამშენებლო კომპანია „დონა გრუპის“ გაყიდვების მენეჯერმა თეონა ოსიაშვილმა განაცხადა. მან სამშენებლო სექტორში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე სიახლეებსა და მოლოდინებზე ისაუბრა.

-ვიდრე უშუალოდ ქართულ სამშენებლო ბაზარზე არსებულ ვითარებას მიმოვიხილავთ, მოდით, კომპანიადონა გრუპიგაგვაცანით. რა მიმდინარე პროექტები გაქვთ და სად?  

სამშენებლო კომპანია „დონა გრუპი“ საქართველოში 2010 წელს დაარსდა. დამფუძნებელი არის ქართველი ებრაელი შალომ შაი, რომელიც ისრაელში უკვე 30 წელია ამ კომპანიას უძღვება და ერთ-ერთი ლიდერია ისრაელის ბაზარზე. ზოგადად ჩვენს პროექტებს რაც შეეხება, გვაქვს 11 უკვე დასრულებული პროექტი, ეს გახლავთ: საბურთალოზე, ორთაჭალაში, დიდუბეში და მიმდინარე გვაქვს სანზონის პროექტი, რომელიც არის ე.წ სოციალური პროექტი. მას ვახორციელებთ ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად, რაც გულისხმობს ძველი ავარიული კორპუსის დემონტაჟს და მის ადგილზე ახალი სტანდარტებით, უახლესი კორპუსის აშენებას. 42 ოჯახს გადაეცემა სრულიად ახალი ბინები.

-რითი გამოირჩევით ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან? რატომ უნდა შევიძინოთ ბინა თქვენთან?

კომპანია „დონა გრუპს“ კონკურენტებისგან გამოარჩევს 3 ძირითადი პრინციპი, რითიც შეგვიძლია ჩვენი თავი წარმოვაჩინოთ. პირველი ის გახლავთ, რომ გადახდის მოქნილი სისტემა გვაქვს, რაც გულისხმობს 5 წლიან შიდა განვადებას. იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც წლების განმავლობაში ხელმიუწვდომელი იყო, თუნდაც საბანკო სისტემით ბინის შეძენა, ჩვენ ამ ადამიანებს ვაძლევდით საშუალებას, რომ ჩვენი შიდა განვადებით ესარგებლათ, შეეძინათ ბინა და მშენებლობის დასრულების შემდეგაც მათ ჰქონდათ საშუალება, რომ გაეგრძელებინათ გადახდა და 5 წლის განმავლობაში დაესრულებინათ. რა თქმა უნდა, განვადების პირობაც არის მაქსიმალურად დაბალი საპროცენტო განაკვეთი.

მეორე პრინციპი არის ის, რომ ჩვენ ყოველთვის დათქმულ ვადებში ვეტევით და 2-3 თვით ადრეც კი ვაბარეთ ჩვენს მობინადრეებს ბინებს, რაც ნამდვილად საამაყოა. მესამე პრინციპს რაც შეეხება – ეს არის მეგობრული და მრავალწლიანი კომუნიკაცია ჩვენს მობინადრეებთან. პროექტის დასრულების შემდეგ, მათთან ურთიერთობას არ ვწყვეტთ და მუდმივად ვართ მათ გვერდით ყველანაირ სიტუაციაში.

გარდა ამისა, მინდა ცალკე გამოვყო მშენებლობის ხარისხიც, რაც „დონა გრუპისთვის“ ძალიან პრიორიტეტული საკითხია. ჩვენ ხიმინჯოვანი სისტემით ვაშენებთ. თვითონ მშენებლობის პროცესშიც მაქსიმალურად არიან ჩართულები ექსპერტები და ისრაელიდანაც გვყავს ხოლმე ჯგუფი, რომელიც პერიოდულად აკვირდება მშენებლობის პროცესს. ორინეტირებულები ვართ მშენებლობის უმაღლეს ხარისხზე.

-თუ გეგმავთ თბილისიდან გასვლას და პროექტების რეგიონებში განხორციელებას?

ამ ეტაპზე, რეგიონებში მშენებლობა არ იგეგმება. ჩვენ თბილისის მასშტაბით ვაშენებთ და სამომავლო გეგმებიც დედაქალაქს უკავშირდება. ვაპირებთ, პრემიუმ კლასის მშენებლობას – გვაქვს ორი პროექტი და ორივე საბურთალოზე განხორციელდება. ერთი სანდრო ეულის ქუჩაზე, მეორე კი – უნივერსიტეტის ქუჩაზე.

-პანდემიის გავლენაზეც მინდა ვისაუბროთ უშუალოდ თქვენს კომპანიას რა ზარალი მიადგა კარანტინის პერიოდში და ახლათუ იგრძნობა გამოცოცხლება გაყიდვების კუთხით?

პანდემიამ საკმაოდ დაგვაზარალა ჩვენც. 3 თვის განმავლობაში გაყიდვების გუნდი დისტანციური მუშაობის სისტემაზე ვიყავით გადასული, ერთი თვე მოგვიწია სამშენებლო პროცესის შეჩერება – ეს, რა თქმა უნდა, აისახა გაყიდვებზე, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვერგოთ ახალ რეალობას, რომ ჩვენმა მობინადრეებმა და მომავალმა მაცხოვრებლებმა ნაკლებად იგრძნონ პანდემიით გამოწვეული პრობლემები.

-მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა რამდენად დაეხმარება სექტორს ძალების აღდგენაში?

ჩვენ მივესალმებით სახელმწიფოს მხარდაჭერას, რაც სუბსიდირების პროგრამას მოიცავს. თუმცა, მე როგორც რიგითი მოქალაქე და ამ სექტორში დასაქმებული ადამიანი, ვისურვებდი, რომ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზე იყოს ეს პროგრამა გათვლილი, რაც ამ კრიზისულ სიტუაციას უფრო წაადგებოდა და გამოაცოცხლებდა. რაც შეეხება არსებულ ვითარებას, ამ პროგრამამ საზოგადოებაში ინტერესი საგრძნობლად გაზარდა. პირადად ჩვენს მაგალითზე რომ გითხრათ, უფრო მეტი ადამიანი გვიკავშირდება კითხვით, თუ როგორ ხდება სუბსიდირების პროგრამით სარგებლობა. ვფიქრობთ, რომ ნამდვილად დროული იყო ეს პროგრამა და ძალიან სასიამოვნო იქნება, თუ მას გრძელვადიანი ხასიათი მიეცემა.

-რა მოლოდინი გაქვთრამდენ ხანში დაუბრუნდება სამშენებლო სექტორი პანდემიამდელ მდგომარეობას?

ჩვენ უნდა ვისწავლოთ პანდემიასთან ერთად ცხოვრება. როგორც ჩვენი სპეციალისტები ამბობენ, ჯერ არაფერი დასრულებულა და ჯერ არ დაგვიმარცხებია პანდემია. აქედან გამომდინარე, მოლოდინი რომ ისევ შეგვექმას გარკვეული პრობლემები – არსებობს. ამიტომაც, ხელშეწყობის გზები უფრო გრძელვადიანად უნდა დავგეგმოთ. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ სამშენებლო სექტორს დასჭირდება 1-2 წელიწადი, რომ პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები