LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მენატრება ჩემი სამშობლო, წინასაშობაო პერიოდში კი, განსაკუთრებით მომეძალა მელანქოლია” – ნუკი ცარელაშვილი

37
nia

რადიო „ფორტუნამ“ და თათა სადრაძის გადაცემამ „არტ-FM”-მა იტალიაში მოღვაწე ქართველ საოპერო მომღერალს ნუკი ცარელაშვილს უმასპინძლა, რომელმაც ექსკლუზიურად წარმოადგინა ახალი ნამუშევარი. სიმღერა 2016 წელს მიწისძრვით დაზარალებულებს და უსახლკაროდ დარჩენილ 11 ათას ადამიანს მიეძღვნა.

„ბოლო დროს ხშირად ვუსმენ ნაღვლიან სიმღერებს, რადგან ძალიან მენატრება ჩემი სამშობლო, წინასაშობაო პერიოდში კი, განსაკუთრებით მომეძალა მელანქოლია, ის უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები გამახსენდა, ვინც დღემდე კარვებში ცხოვრობს და ძალიან უნდა დღესასწაულის ძველებურად, მყუდრო სახლში აღნიშვნა. I’ll Be Home for Christmas ყოველთვის იყო ჩემი საყვარელი სიმღერების ნუსხაში, ძალიან მომინდა მისი ჩაწერა და სწორედ ამ ადამიანებისთვის მიძღვნა“

კიმ განონის და უოლტერ კენტის საშობაო კომპოზიცია I’ll Be Home for Christmas, პირველად ბინგ კროსბიმ შეასრულა 1943 წელს და „ოქროს დისკიც“ დაიმსახურა. მოგვიანებით, სიმღერა უამრავმა ცნობილმა მუსიკოსმა შეასრულა ფრენკ სინატრასა და ბარბარა სტრეიზნდის ჩათვლით, ნუკიმ კი, პოპულარული სიმღერის ახალი და ულამაზესი ვერსია შესთავაზა მსმენელს. კომპოზიცია იტალიაში ჩაიწერა და სინგლად გამოიცა, შემოსული თანხა კი, სრულად გადაეცა მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების ფონდს.

რა თქმა უნდა, ნუკი აგრძელებს საოპერო კარიერას და კოლორიტული სოპრანოს  ჯილდას პარტიის შესრულებას ნატრობს ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტოდან“, რომელიც პირველად თბილისის კონსერვატორიის დასრულების შემდეგ იმღერა და სამუდამოდ შეიყვარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები