LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა დოლიძე: „აქვე ვაანონსებ კიდევ ერთ პრემიერას“

„სიმღერა „I wish you love“, “American Songbook”-ის  სამტომეულიდან ერთ-ერთი ჯაზ სტანდარტია, რომელიც ძალიან მიყვარს. 2019 წლის გაზაფხულზე გიგა აგლაძის ფილმის გადაღება იგეგმებოდა და სრულიად შემთხვევით მან გადაწყვიტა, რომ ეს თემა მე უნდა მემღერა. რეჟისორი პირადად არ მყავდა ნანახი, დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ სიმღერა მე უნდა შემესრულებინა. ჩემთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ ფილმში ჰოლივუდელები თამაშობენ. ფილმში კონკრეტული ეპიზოდისთვის სიმღერის შესრულება მე მანდეს. ის ფილმი თებერვლის ბოლოს გამოვა. საუნდტრეკი იმ მუსიკოსებთან ერთად გავაკეთე, 15 და 20 წელი რომ ერთად მოვდივარ, იმ გუნდთან ერთად – ზაზა ცერცვაძე, ლევან დეისაძე, უჩა მეტრეველი და პაატა ანდრიაძე. არჩევანი კი შეჩერდა ცნობილ სიმღერაზე, რომლის შესრულებაც, სცენაზე, მომღერლისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. გადაღებების ბოლოს გაირკვა, რომ  სიმღერაზე საავტორო უფლებები ნაყიდი აქვს „Universal Studios“-ს რის შემდეგაც სიმღერის გამოყენებისთვის დიდი თანხა უნდა გადაეხადათ. ბოლოს ფილმში ლევან ჯაფარიძის სიმღერა მოხვდა, რომელზე საუბარიც ფილმის პრემიერამდე არ შემიძლია“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ეკა დოლიძემ ცნობილი სიმღერა „I wish you love” წარადგინა. ახალგაზრდა შემსრულებელი მსმენელს კიდევ ერთი სიმღერის პრემიერას დაჰპირდა.