LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარიას 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

8
46218969_1610614315706203_7544187906001207296_n

რადიო „ფორტუნას“ ეთერში ახალი გადაცემა „რას უსმენენ ცნობილები“ დაიწყო. მუსიკალური პროექტი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებაზე უყვება მსმენელს და მათ მიერ შერჩეულ შვიდეულს გვთავაზობს. გადაცემის სტუმარი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია, რომელმაც რადიოს მსმენელს საყვარელი სიმღერების შვიდეული გააცნო.

მუსიკა ის თემაა, რომელზეც სიამოვნებით ვისაუბრებ და რომელიც სულ თან სდევს ჩემს ცხოვრებას. როცა მარტო ვარ, როცა ვმუშაობ სულ მუსიკას ვუსმენ. არის სიმღერები,რომელებიც კონკრეტულ ამბავთან ასოცირდება,ამიტომ ამ შვიდეულში ეს სიმღერებიც მოხვდა.

მეშვიდე ადგილიბობ დილანი სიმღერით Like a rolling stone, ბევრი კარგი სიმღერა აქვს, თუმცა ეს სიმღერა ძალიან მიყვარს და კონკრეტულ ურთიერთობებს უკავშირდება. უფრო მეტად გავიცანი ბობ დილანი და აღმოვაჩინე საოცარი პოეტია. როცა მისი წიგნი გამოვიდა chronicles, მახსოვს ჩემი მეგობარი თარგნიდა და მეც ვეხმარებიდი, მოცული ვიყავი ბობ დილანით და Like a rolling stone გამოვარჩიე. ბრიუსელში ვიზიტისას, ჩემი გაპარვის ადგილი იყო water stone, სადაც იყიდებოდა rolling stone და ხშირად იყო ხოლმე ამ სიმღერის რეიტინგები.

https://www.youtube.com/watch?v=uCcc-XRAf5s

მეექვსე ადგილზეა Prince – Purple Rain. როგორც შემსრულებელს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ეს სიმღერა უკავშირდება იმ პერიოდს, როცა ჩემი უფროსი შვილი იყო პატარა. მახსოვს პატარა სახლი გვქონდა და დიდ დროს ატარებდა ჩემს კაბინეტში. მუშაობის დროს ხშირად ვუსმენდი ამ სიმღერას და ერთხელაც მითხრა ანო ანო ჩართეო(იღიმის). თავიდან ვერ მივხვდი, მაგრამ მერე დავაფიქსირე, რომ სიმღერაში არის სიტყვები i know,i know და მან ასე დაიმახსოვრა. ამის შემდეგ ამ სიმღერას ანო ანოს ვეძახით და ჩვენთვის განსაკუთრებულია.

მეხუთე ადგილზეა ჯანსუღ კახიძის ,,მოვა მაისი”. ჯანსუღ კახიძის ხმიდან გამომდინარე განსაკუთრებულია ეს სიმღერა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შესრულება მაქვს მოსმენილი ეს ნამღერი ძალიან მიყვარს.

ძალიან მიყვარს ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები, მგონია რომ ირაკლი ისტორიული ფიგურაა მუსიკის ისტორიაში, ასევე მომწონს ნიაზ დიასამიძის სიმღერები.

მეოთხე ადგილზეა Elton John-ის – Sacrifice , რომელსაც ბავშვობაში ქო ქო ჰას ვეძახდით(იცინის). სიმართლე გითხრათ არ ვთვლი, რომ ელტონ ჯონი გენიოსია, მაგრამ არის ძალიან ნიჭიერი და ეს სიმღერაც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. 90-იან წლებში კასეტას რომ ფანქრით ვახვევდით, იმ პერიოდს და ჩემს ბავშობას მახსენებს.

მესამე ადგილზეა lank & Jones with Cathy Battistessa – Happiness. ეს არის სულ სხვა სტილის მუსიკა და ენერგიის მომცემი, რომელიც ჩემთვის სრიალს უკავშირდება. თხილამურებით სრიალი ჩემი ახალი გატაცებაა. დაახლოებით 3-4 წლის წინ დავდექი თხილამურებზე და რთულიც იყო დროის გამონახვა, მაგრამ ჩემი ენერგიის აღდგენისთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია. სრიალის დროს ყურსასმენი არ შეიძლება, ამიტომ როცა საბაგიროზე ავდივარ, სწორედ მაშინ მაქვს ეს სიმღერა ჩართული.

მეორე ადგილზეა Haydni cello concerto. როდესაც ვმშობიარობდი მეორე შვილზე ეს კომპოზიცია მქონდა ჩართული. მინდოდა, რომ ტრამვასთან და ტკივილთან არ ყოფილიყო დაკავშირებული, ამიტომ სამშობიაროში ლეპტოპით მივედი(იღიმის) და გაჩენამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე გამოვრთეთ. შეიძლება ითქვას, განწყობა რამდენიმე საათის განმავლობაში სწორედ ამ კომპოზიციამ შემიქმნა.

პირველ ადგილზეა Janis Joplin – Little Girl Blue. ეს ჩემთვის მარტოობის სიმღერაა, საკმაოდ სევდიანი. ძალიან კარგ ხასიათზე რომ მოვისმინო, შეიძლება უცებ ხასიათი შემეცვალოს. ალბათ თავისი ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენ ვიცით, რომ 27 წლის ასაკში გარდაიცვალა და ესეც ალბათ ტოვებს კვალს მის შემოქმედებაზე. თუ შეიძლება ითქვას, ეს სევდით ტკბობის მუსიკაა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები