LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ერთ-ერთ მთავარ როლზე ამერიკელებმა ბრედ პიტის კანდიდატურა შემოგვთავაზეს” – დათო ევგენიძე ფილმის გადასაღებად ემზადება

117

3 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მუსიკოსი დათო ევგენიძე სტუმრობდა პოპულარული კომპოზიციების Emotion და „ციდან ცვივა ნოტები“ ახალი ვერსიების პრემიერით.

– ბატონო დათო, სიმღერა Emotion, რომელიც პირველად ირაკლი ჩარკვიანთან ერთად შეასრულეთ, ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა, რადგნ უამრავმა მუსიკოსმა იმღერა საკუთარი ინტერპრეტაციით

– გეთანხმებით, პირველად მართლაც მე და ირაკლიმ შევასრულეთ. სიმღერას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. იმ პერიოდში მოსკოვში ვიყავი და სწორედ იქ შევიტყვე „თვითმფრინავის ბიჭების“ განაჩენი, რაც ნამდვილი შოკი აღმოჩნდა ჩემთვის. თუმცა, ნამდვილად არ მეგონა, რომ ასეთი რეაქცია მექნებოდა, ამგვარი სიმღერით ვუპასუხებდი ძალიან მძიმე სტრესს. სიმღერა აბსოლუტურად ბუნებრივად, პრაქტიკულად ერთ ღამეში დაიწერა. 1980-იანი წლების დასაწყისში კლუბები არ არსებობდა, ამიტომ კონცერტებს ერთმანეთის სახლშიი ვაწყობდით, სწორედ იქ გაჟღერდა სიმღერა პირველად, პოპულარობა კი, გიო მგელაძის ფილმით „არა, მეგობარო“ მოიპოვა. სინამდვილეში, ფილმისთვის სულ სხვა მუსიკას ვწერდი, უბრალოდ Emotion ლევან აბაშიძის საყვარელი სიმღერა იყო, ამიტომ მისი დაღუპვის შემდეგ სწორედ ის იქცა „არა, მეგობაროს“ წამყვან კომპოზიციად. ძალიან სევდიანი სიმღერა გამოვიდა, რადგან ჯერ გეგა კობაძიძეს მივუძღვენი, მერე ლევან აბაშიძეს, ბოლოს ირაკლი ჩარკვიანს ანუ ჩემს სამ მეგობარს, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან.

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები