LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევრომეტალი” – ადგილი, სადაც ხარისხი ფასზე მაღალია

27
107464444-163305718623474-83208360737222185-o

“მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი სათქმელი ვთქვათ და მოწინავე კომპანიების რიგში გავიდეთ” – ამის შესახებ „ბიზნესნიუსის“ ეთერში კომპანია „ევრომეტალის“ წარმომადგენელმა, სანდრო ჯოხარიძემ განაცხადა. მან გადაცემაში ვრცლად ისაუბრა კომპანიის მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე.

როდის გამოჩნდა კომპანია „ევრომეტალი“ ქართულ ბაზარზე და რას მოიცავს მისი საქმიანობა?

„ევრომეტალი“ გახლავთ სამშენებლო ფოლადის შემომტანი კომპანია, რომელიც ამ სახელით ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. თუმცა, ჩვენი გუნდი, რომელმაც „ევრომეტალი“ დაარსა, ბაზარზე 1995 წლიდანაა და საკმაოდ აქტიურად ეწევა ამ სფეროს განვითარებას.

-რა და რამდენი დასახელების პროდუქციაა თქვენთან წარმოდგენილი?

ამ ეტაპზე, გვაქვს 13 დასახელების პროდუქცია, აქედან, ძირითადი არის სამშენებლო ფოლადი, ანუ არმატურა, ლითონის ფურცლები, კვადრატული მილები, შველერები და ა.შ. ნელ-ნელა ვცდილობთ, რომ გავფართოვდეთ და უფრო მეტი ასორტიმენტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. მაგალითად, ახლა სიახლე გვაქვს, T-სებური პროფილი შემოვიტანეთ.

-საიდან ხდება „ევრომეტალში“ წარმოდგენილი პროდუქციის იმპორტი, თუ გაქვთ ადგილობრივი წარმოების პროდუქციაც?

ძირითადი პროდუქტები შემოგვაქვს: რუსეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. რა თქმა უნდა, გვაქვს ქართული პროდუქციაც, რომელიც ქართული არმატურის სახით არის წარმოდგენილი. თუ იქნება შემოთავაზება და ადგილობრივი კომპანიები მოგვაწვდიან სხვა პროდუქციასაც, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველასთან.

-სად ახდენთ პროდუქციის რეალიზაცია?

ჩვენ ქართულ ბაზარზე ვმუშაობთ და ჩვენი პროდუქციის რეალიზაციაც სრულიად საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. გვაქვს ადგილზე მიტანის სერვისი, თბილისის გარდა, გვაქვს ფილიალი ბათუმში… ვცდილობთ, ეტაპობრივად მაქსიმალურად დავფაროთ საქართველო „ევრომეტალის“ ფილიალებით. ამჟამად ვასაქმებთ 50-ამდე ადამიანს. მაგრამ, გვაქვს შესაძლებლობა, რომ კიდევ ავიყვანოთ ახალი თანამშრომლები, ამიტომ, მუდმივად გვაქვს ვაკანსიები და ვფართოვდებით.

-თუ გაქვთ უკვე გაწერილი 2021 წლის გეგმები?

წელს გვქონდა დაგეგმილი ლილოს ბაზრობასთან ახლოს გაგვეკეთებინა ჩვენი ახალი ბაზა, რომელიც დაეხმარება ჩვენს კახელ მომხმარებლებს, რომ მასალა ადვილად წაიღონ. ასევე, დასავლეთ საქართველოსაც მარტივად მოვამარაგებთ…. შესაბამისად, ლილოს ობიექტზე მუშაობა მიმდინარეობს და თვის ბოლოს, დიდი ალბათობით, ეს ობიექტი ამუშავდება, სრული დატვირთვით ვერა, მაგრამ მომხმარებლებს მივიღებთ და მოვემსახურებით. რაც შეეხება 2021 წელს, მომავალი წლის გეგმებიც ლილოს უკავშირდება და ვაპირებთ, რომ ჩვენი კომპანია მთლიანად გადავიტანოთ ლილოში, დავამატოთ ახალი პროდუქცია, მაგალითად ხის მასალების სახით. მოკლედ, მომავალ წელს გვინდა, რომ მუშაობა დავიწყოთ ახალი ობიექტიდან და ეს ყველაფერი დამოკიდებულია დროზე, როგორ მოესწრება.

– პანდემიამ თუ იქონია გავლენა თქვენს ბიზნესზეც? გაყიდვების კუთხით რა ვითარება გაქვთ ამჟამად?

დავიწყებ კატრანტინის პერიოდით, მაშინ სადამდეც საშუალება მოგვეცა გავაგრძელეთ მუშაობა და ვმუშაობდით ბოლომდე. 2 კვირა მოგვიწია დახურვა, თუმცა, დანარჩენი პერიოდი ვაგრძელებდით ფუნქციონირებას და მომხმარებლებისთვის გვქონდა აქციები და შეთავაზებები. რაც შეეხება გაყიდვებს, კარანტინის შემდეგ მოთხოვნა დიდად ვერ გაიზარდა, იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანაშია. თუმცა, ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი მრავალფეროვანი მომსახურებით ყველანაირად გავზარდოთ ჩვენი მომხმარებლების რიცხვი.

-რითი გამოირჩევით ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან?

იმ სეგმენტში, რომელშიც „ევრომეტალი“ საქმიანობს, ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალი კონკურენციაა, არიან ძალიან დიდი კომპანიები და ნამდვილად რთულია მათთან ერთად ასპარეზობა, მაგრამ, საბედნიეროდ, ნელ-ნელა უკვე ვამბობთ ჩვენს სათქმელს და მაქსიმალურად ვცდილობთ, მოწინავე კომპანიების რიგში გავიდეთ. რთულია იმის თქმა, რა გამოგვარჩევს კონკურენტებისგან, ყველას თავისი პლუსები აქვს, თუმცა, როგორც ჩვენი მომხმარებლები გვეუბნებიან, ჩვენთან იმდენად კარგი გარემოა, სხვა თუ არაფერი, ამის გამო უყვართ „ევრომეტალში“ მოსვლა.

ცნობისთვის, “ევრომეტალის” ცენტრალური ფილიალი რაფაელ აგლაძის N 34-ში (რკინის ბაზრობის შიდა ტერიტორია) მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები