LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპამ რუსული ნავთობი დაბლოკა

7
russian oil

ნავთობის ბირჟებზე ცვლილებებია. მცირეოდენი სტაბილურობის შემდეგ მსოფლიოში ნავთობი ისევ ძვირდება. როგორც „ბიზნესკურიერს“ ანალიტიკოსმა დავით წიქარიძემ განუცხადა, ერთ-ერთი მიზეზი ამერიკაში მარაგებისა და ნავთობის მიწოდების შემცირებაა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია ასევე ევროპის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, რუსეთიდან ექსპორტირებული ნავთობი დაიბლოკა. სპეციალისტები ამის მიზეზად ნავთობის ცუდ ხარისხს ასახელებენ, თუმცა სხვა დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არაა.

ანალიტიკოსის განცხადებით, ასევე დაფიქსირდა ატმოსფეროს დაბინძურების მკვეთრი ზრდა და სავარაუდოდ, გამკაცრდება საწვავის მოხმარების ეკოლოგიური მოთხოვნები. ეს კი დავით წიქარიძის თქმით, პროდუქტის გაძვირებას ხელს შეუწყობს.

რაც შეეხება საფინანსო ბაზრებს, ექსპერტების ცნობით, დოლარი ევროსთან მცირედით გამყარდა. “გოლმან საქსის”  პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში დოლარი დაკარგავს პოზიციებს, რადგან ევროპის ტემპები გაიზრდება და ჩინეთი ამერიკულ პროდუქციაზე დაბეგვრის სისტემას აამოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები